FM97.5 / LIVE

რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები

მთავარისაზოგადოება, შემთხვევა 04.05.2016
ეთნიკური სომხებისა და ქართველების შელაპარაკება, მამაკაცის დაჭრით დასრულდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავის ღამეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში;

რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები
ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა

23 აპრილის საღამოს, სოფელ აბათხევში სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ფაცხაში, ვალეში მცხოვრები ახალგაზრდები მეგობრის, ალეკო ხითარიშვილის შვილის დაბადებას აღნიშნავდნენ.

„რომ დაღამდა შუქისთვის „სეტკა“ გავხსენით და მანქანა შიგნით შევაყენეთ, განათება გვინდოდა“, – ამბობს ალეკო ხითარიშვილის მეგობარი ირაკლი ხითარიშვილი.

ამ დროს სოფლებში: აბათხევში, წინუბანსა და ჯულღაში მცხოვრები მამაკაცები აქ სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავის აღსანიშნავად საბურავების დასაწვავად მივიდნენ: „ყოველ წელს აქ ავდივართ და მაგ გორაზე ღამე „პაკრიშკებს“ ვწვავთ ხოლმე“.

ეთნიკური სომხების გაღიზიანება ღობის შიგნით შეყვანილი მანქანის დანახვამ გამოიწვია: „ბესეტკასთან“ „ზაბორის“ შიგნით მანქანით არ შევდივართ. ვთხოვეთ, სხვა დროს მანდ მანქანას ნუ შეიყვანთ–მეთქი, ყველა ძალიან მთვრალი იყო, ამიტომ ვერ გაიგეს რაზე ვლაპარაკობდით და ამას მოყვა ჩხუბი“.

ჩხუბის მიზეზი, რომ ეს გახდა ამაზე ირაკლი ხითარიშვილიც საუბრობს. თუმცა ირწმუნება, რომ არა მხოლოდ ვალეში მცხოვრები, იქ მისული ეთნიკური სომხებიც მთვრალები იყვნენ.

„გვერდზე ვიდექი მანქანასთან, საბურავი გამიფუჭდა, მეგობარს დავურეკე რომ მოსულიყო და დამხმარებოდა. ჩხუბი რომ დაიწყო ვაშველებდი და უცებ მუცელში ტკივილი ვიგრძენი, სისხლი მომდიოდა, იმ ჩემმა მეგობარმა თავის მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – გვიყვება ხითარიშვილი.

რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები
ირაკლი ხითარიშვილი

იგი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან ათი დღის შემდეგ, გუშინ 2 მაისს გაწერეს. ამბობს, რომ დანა ოთხჯერ აქვს დარტყმული. ერთი გვერდზე და სამი მუცლის არეში და აქედან ერთი შემავალი ჭრილობა იყო. სასწრაფო ოპერაციის გაკეთება სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი. ოთხჯერ დარტყმული დანისა და სისხლის კვალი მის ჯემპრსაც ეტყობა.

„გამიზნულად მე არ მირტყამდნენ დანას. მანამდე არცერთს არ ვიცნობდი, შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ყველა მთვრალი ვიყავით“, – ამბობს ირაკლი ხითარიშვილი და ამატებს, რომ ვინ დაარტყა არ იცის, რადგან ღამე იყო და არაფერი ჩანდა.

ვინ დაჭრა ირაკლი ხითარიშვილი არც მისმა მეგობრებმა იციან.

„ღამე იყო და არაფერი ირჩეოდა. ირაკლი რომ დაიჭრა ეგეც მას მერე გავიგეთ ოპერაციაზე რომ შეიყვანეს“, – ამბობენ ვალეში მცხოვრებლები.

ვინ გამოიყენა ჩხუბის დროს დანა, ეს არც მათ იციან, ვინც იმ ღამეს ფაცხასთან გენოციდის 101 წლისთავის აღსანიშნად მივიდა: „ჩვენ ამ ბიჭებთან არაფერი პრობლემა არ გვაქვს. იქ „პაკრიშკები“ რომ დავწვით მერე ერთად დავლიეთ კიდეც. შენ სომეხი ხარ და შენ ქართველი ჩხუბი ამიტომ არ მოგვსვლია, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა და ეს იყო მიზეზი“.

რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები
ამ ადგილს დამწვარი საბურავების კვალი ახლაც ეტყობა

დაპირისპირების მიზეზი რომ ეროვნული განსხვავებულობა არ იყო, ამაზე ალეკო ხითარიშვილიც საუბრობს: „მაგ სოფლიდან ჩემი ოთხი სომეხი ძმაკაცი მეჯინა სუფრასთან. იმ ბიჭებთან პრობლემა არც ჩვენ გვაქვს. ცუდად მოიქცა ის ვინც ირაკლი დაჭრა, მაგრამ რადგან არაა გარკვეული ეს ვინ გააკეთა ყველასთან პრობლემა ვერ გვექნება“.

ადგილზე, სადაც მეზობელ სოფლებში მცოხვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დაახლოებით რვა წელია ქართველებიც და სომხებიც სხვადასხვა ღონისძიებების აღსანიშნავად ხშირად იკრიბებიან, თუმცა ამბობენ, რომ ამ დრომდე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

იმ ღამეს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც სომეხი მამაკაცები აცხადებენ, პოლიცია მათი დაკითხვისას ცდილობდა, დაჭრის ფაქტი სოფელ აბათხევში მცხოვრები ს.მ–სთვის დაებრალებინათ: „ის ვინც არ ამბობდა, რომ დანა ს.მ–ს ჰქონდა და ვალელი ბიჭი მაგან დაჭრა, სცემდნენ“.

თავად დაჭრილი, აბათხევში მცხოვრებ ს.მ–ს არ იცნობს. ირაკლი ხითარიშვილი ჯერ გამოძიებას არ დაუკითხავს. ვალეში მცხოვრები ის ახალგაზრდები კი რომლებმაც ჩვენება იმ ღამესვე მისცეს, პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე არ საუბრობენ.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლადამცავების მხრიდან მათზე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან რა ხდებოდა მაშინ სამმართველოში, როცა ჩვენებას აბათხევში, ჯულღასა და წინუბანში მცოხვრებლები აძლევდნენ, გვიპასუხეს: „ამაზე არაფრის თქმა არ გვინდა“.

შეგახსენებთ, ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იმ ღამეს, სამმართველოში, დაკითხვისას ისინი ცემეს და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვენ. მომხდარის გამო, ახალციხეში ვიზტს გეგმავს სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი.

რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები
ვალეს პოლიცია

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
‘გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს’– სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი  ადასტურებს'
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება
ხუმრობა თუ სისხლიანი გარჩევა – რა მოხდა რაბათში