FM97.5 / LIVE

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია

მთავარისიახლე, სამართალი 15.12.2016
მას შემდეგ რაც პროკურატურამ პოლიციაში ეთნიკური სომხების შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება დაიწყო, 8 თვე გავიდა, თუმცა, საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია

სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავის ღამეს ახალციხის რაიონულ სამმართველოში ეთნიკური სომხების შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ ძიება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

როგორც ერთ–ერთი ეთნიკური სომეხის ადვოკატი ეკა აბაშიძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროკურატურაში ის ფაქტი, რომ იგი სამმართველოს შენობაში სცემეს, დაადასტურა.

„ის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირის კაბინეტში სცემეს. ვინ სცემა ამისი თქმა ახლა არ შემიძლია, თუ ამოცნობა ჩატარდება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მის ამოცნობას შეძლებს“, – ამბობს აბაშიძე.

მისი თქმით, სამმართველოში ცემის ფაქტზე სხვა მოწმეებიც დაიკითხნენ: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ძმაც ძალიან იყო ნაცემი. მაგრამ ამ საქმის გამოძიების იმედი არ მაქვს. სახელმწიფოს ინტერესებში საგამოძიებო ორგანოების მუშაკების დასჯა არ შედის“.

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.

პოლიციაში ეთნიკური სომხების შესაძლო ცემის ფაქტით, სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდა. ომბუდსმენმა საქმის შესწავლა, ასევე, მაისში დაიწყო: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწერ–მოწერა, სიახლე არაფერია“, – გვითხრეს აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში, სწორედ აღნიშნულ თემას ეხმაურება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პოლიციაში დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობა ქვეყნისთვის მნიშნველოვანი პრობლემაა. ამავე ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის წინადადებების, ან თავად განმცხადებელთა მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების უმეტესობაზე პროკურატურას პოლიციის თანამშრომლები პრაქტიკულად არ დაუკავებია.

შეგახსენებთ, 23 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ვალეში მცხოვრები 24 წლის ირაკლი ხითარიშვილი დაიჭრა. იმ ღამეს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამიტომ პოლიციაში დაპირისპირებული მხარეები დასაკითხად მიიყვანეს.

ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იმ ღამეს სამმართველოში დაკითხვისას ისინი სცემეს. მათ „სამხრეთის კარიბჭეს“ საშუალებით შესაბამისი უწყებებისგან რეაგირება ითხოვეს. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა, პროკურატურამ ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ძიება სსკ–ის 333–ე მუხლით დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი  ადასტურებს'
ქურდობებისა და პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტებზე ძიება დაიწყო
პროკურატურამ პოლიციაში ახალგაზრდა მამაკაცის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
‘ახალციხის ციხის’ დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს