FM97.5 / LIVE

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

მთავარისამართალი 08.05.2016
სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავის ღამეს ახალციხის რაიონულ სამმართველოში მომხდარით გამოძიება დაინტერესდა. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ძიება „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე დაიწყო;

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის საოქლო პროკურატურა ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლოს გადამეტების ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით იძიებს.

გამოძიება მომხდარით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია სათაურით: ‘გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს’– სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, 23 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შედეგადაც ვალეში მცხოვრები 24 წლის ირაკლი ხითარიშვილი დაიჭრა. იმ ღამეს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამიტომ პოლიციაში დაპირისპირებული მხარეები დასაკითხად მიიყვანეს.

ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იმ ღამეს, სამმართველოში, დაკითხვისას ისინი ცემეს და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვენ. მომხდარის გამო, ახალციხეში ვიზტს გეგმავს სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი. რეგიონს უკვე ეწვია შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ამის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ "სამხრეთის კარიბჭესთან" პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი  ადასტურებს'
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება
ქურდობებისა და პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტებზე ძიება დაიწყო
‘გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს’– სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
პროკურატურამ პოლიციაში ახალგაზრდა მამაკაცის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო