FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი 'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

მთავარისამართალი 05.05.2016
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირქტორი თეიმურაზ კალანდაძე ეთნიკური სომხების განცხადებას, იმის შესახებ რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, კატეგორიულად უარყოფს.

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

თეიმურაზ კალანდაძე „სამხრეთის კარიბჭეში“ გაქმოვეყნებულ სტატიას: („გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს“ – სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ“) ეხმაურება. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივი პრესის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალციხის რაიონის სოფელ აბათხევში ქართველებსა და სომხებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თითქოს ეთნიკური ნიადაგზე მოხდა, ხოლო ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში მიყვანილ პირებს სამართალდამცველებმა ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

2016 წლის 23 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ახალციხის რაიონის სოფელ აბათხევში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ რამდენიმე მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს.

მომხდარ ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველებმა კონფლიქტში მონაწილე, ასევე, ინციდენტის თვითმხილველი პირები ახალციხის რაიონულ სამმართველოში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით მიიყვანეს.

ინციდენტის მონაწილეებს სხეულზე აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანების კვალი, რაც, მათივე განმარტებით, ურთიერთდაპირისპირების დროს მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ შედგა შესაბამისი ოქმები.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი კატეგორიულად ემიჯნება ცალკეულ პირთა მხრიდან პროვოკაციული შინაარსის შემცველ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოს ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში მიყვანილ პირებს სამართალდამცველებმა ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, შსს თანაბრად იცავს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე საქართველოში მცხოვრები, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების კონსტიტუციურ უფლებებს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის პირად შემადგენლობაში მრავლადაა ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქე პოლიციელი, რომლებიც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ", – ნათქვამია განცხადებაში.

რედაქციისგან: „სამხრეთის კარიბჭემ“ 23 აპრილს საღამოს, სოფელ აბათხევში მომხდარ ფაქტზე ორი მასალა გამოაქვეყნა, თუმცა, არცერთში იმის შესახებ, რომ კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, არაფერი თქმულა.

აქვე გთავაზობთ მასალებს:
‘გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს’– სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ'
რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
‘გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს’– სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი  ადასტურებს'
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები
შსს: ბორჯომში მთელი დღე მუშაობდა და ახლაც გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს პოლიცია