FM97.5 / LIVE

ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი ადასტურებს'

მთავარისამართალი 16.05.2016
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან, ახალციხის პოლიციაში განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი მხოლოდ ერთმა ეთნიკურმა სომეხმა დაადასტურა.

ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი  ადასტურებს'

სახალხო დამცველის აპარატმა ეთნიკური სომხების შესაძლო ცემის ფაქტის შესაწავლა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი, ეთნიკური სომხებიდან მხოლოდ ერთმა დაადასტურა. მაშინ, როცა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე სამზე მეტი პირი საუბრობდა.

„ჩვენთან მხოლოდ ერთი პირი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. თუმცა, ჩვენ ამ ეტაპზე იმის დადასტურება, ნამდვილად სცემეს თუ არა იგი პოლიციაში, ან განხორციელდა თუ არა მასზე ზეწოლა, არ შეგვიძლია. ამ ეტაპზე დამატებითი მტკიცებულებების მოძიებას ვცდილობთ“, – ამბობს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ქორიძე.

მისი თქმით, განხორციელდა თუ არა ფიზიკური ზეწოლა ქართველებზე, მათ ინფორმაცია არ აქვთ: „რადგან პროკურატურას მომხდარზე ძიება უკვე დაწყებული აქვს, შესაძლოა მივმართოთ იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით მიმდინარეობს ძიება. ან მოვითხოვოთ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყონ ძიება. თუმცა, ამ ეტაპზე არ ვიცით რა შედეგამდე მივალთ“.

რაც შეეხება, 23 აპრილის ღამეს, სოფელ აბათხევში მომხდარ დაპირისპირებას, ქორიძე ამბობს, რომ ეს საყოფაცხოვრებო მიზეზით წარმოქმნილი გაუგებრობა იყო და ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტი არ მომხდარა.

შეგახსენებთ, 23 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ვალეში მცხოვრები 24 წლის ირაკლი ხითარიშვილი დაიჭრა. იმ ღამეს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამიტომ პოლიციაში დაპირისპირებული მხარეები დასაკითხად მიიყვანეს.

ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იმ ღამეს სამმართველოში დაკითხვისას ისინი სცემეს. მათ „სამხრეთის კარიბჭეს“ საშუალებით შესაბამისი უწყებებისგან რეაგირება ითხოვეს. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა, პროკურატურამ ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ძიება სსკ–ის 333–ე მუხლით დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია
გიორგი კაპანაძის შესაძლო ცემის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება
ქურდობებისა და პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტებზე ძიება დაიწყო
ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს