FM97.5 / LIVE

ერთი კვირაა სოფელ მაჯადიაში წყალი არ აქვთ

მთავარისაზოგადოება 15.12.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯადიაში ერთი კვირაა მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო ხანებში წყალსადენზე მომხდარი ავარიების გამო, ისინი წყლის გარეშე ხშირად რჩებიან.

ერთი კვირაა სოფელ მაჯადიაში წყალი არ აქვთ
მიუხედავად იმისა, რომ სოფელ მაჯადიაში წყალსადენი არის, წყალი ხშირად მაინც არ მოდის. სოფლები: მაჯადია, დილისკა, ხულგუმო, ჩუნჩხა, პტენა და კულიკამის ნაწილი ერთი 300-მილიმეტრიანი თუჯის წყალსადენით მარაგდება. დეკემბერში ამ წყალსადენზე ავარია უკვე მეორედ მოხდა.

„კიდევ კარგი, თოვლი მოდის, რაღაცას მაინც ვახერხებთ. რამდენიმე დღეა წყალი არ გვაქვს, აქამდეც რამდენჯერმე, დიდი ხნით შეწყდა. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, რომ ვიცოდე, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მაინც იმას აკეთებენ, რაც უნდათ“, – ამბობს მაჯადიას ერთ–ერთი მცხოვრები.

სტატიაში სოფელის მცხოვრებლების ვინაობას იმ მოტივით არ ვასახელებთ, რომ მათსა და სოფლის რწმუნებულს შორის კონფლიქტი არ მოხდეს. რწმუნებული ადგილობროვების საჩივრებს მოღალატურს უწოდებს.

შექმნილი მდგომარეობიდან ყველა თავისებურად პოულობს გამოსავალს.

„რაღაც ახალი წყალსადენი გაყავთ, რომელიც ძველს მიუერთეს, ძველი მილები ვერ უძლებს და მწყობრიდან გამოდის. უკვე მერამდენე დღეა წყალი ხულგუმოდან მოგვაქვს. იძულებული ვართ წყლის ჭურჭელი საწვიმარ მილებს შევუდგათ, რომ პირუტყვს მაინც დავალევინოთ წყალი. სახლში ავადმყოფი ქალი და პატარა ბავშვი გვყავს, რომლებსაც წყალი სულ აჭირდებათ“, - ამბობს სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები.

წელს მაჯადიასთვის აბლარიდან ახალი წყალსადენის გამოყვანა დაიწყეს. გაკეთებულია უკვე 4.5 კმ, მაგრამ საერთო ხაზიდან მაჯადიას ხაზის გამოსაყოფად კიდევ 1.7 კმ-ს ჩაყრაა საჭირო. ამის გაკეთება მომავალ წელს იგეგმება. ახალი მილები ძველ წყალსადენთანაა შეერთებული.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დაახლოებით 105 ათასი ლარი დაიხარჯა 4.5 კმ სიგრძის წყალსადენის გასაყვანად. ვერ ვიგებთ, წინა მხრიდან არის დაკეტილი თუ წნევას ვერ უძლებს, მაგრამ, ფაქტია, რომ მილები ხშირად გამოდის მწყობრიდან. ავარიის ლიკვიდირებისა და წყალმომარაგების აღსადგენად კვირა მაინცაა საჭირო“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი.

გამგეობაში იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს სოფელ მაჯადიაში სასმელი წყლის საკითხი ბოლომდე მოგვარდება. დღეს კი, წყლის მიწოდების შეწყვეტის გამო, სოფლის მცხოვრებლები ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან.

„სოფელში რომ გაიაროთ, ერთ წვერგაპარსულ კაცს ვერ ნახავთ. წყალი არ არის, რომ ადამიანმა რაიმე გააკეთოს“, - ამბობს მაჯადიას მკვიდრი.

„წყურვილის დასაკმაყოფილებლად კომპოტებს ვსვამთ. ბავშვები დღეობით ვერ ბანაობენ, საქონელსაც სწყურია. რა დაგვემართება ამ სიტუაციაში, რასაკვირველია, ავად გავხდებით“, – ამბობს კიდევ ერთი მაჯადიელი.

სოფლის რწმუნებული სურიკ ოვაკიმიანი კი გვარწმუნებს, რომ ავარია ლიკვიდირებულია და მალე მაჯადიას მცხოვრებლებს ისევ ექნებათ სასმელი წყალი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი წყაროს იმედად


მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება
ახალქალაქში ხშირად სასმელი წყლის გარეშე რჩებიან
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში