FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ხშირად სასმელი წყლის გარეშე რჩებიან

მთავარიეკონომიკა 15.11.2012
წყლის ხშირი შეწყვეტით უკმაყოფილო აბონენტები, მუდმივად ავარიების შეკეთებით დაკავებული `გაერთიანებული წყალმომარაგების~ ახალქალაქის ფილიალი და იურიდიული პირებისთვის მრიცხველების დამონტაჟების გადადება

ახალქალაქში ხშირად სასმელი წყლის გარეშე რჩებიან
ბოლო ხანებში ახალქალაქის წყალსადენი ხშირად უწყვეტს წყლის მიწოდებას ქალაქის მცხოვრებლებს. ამის გამო ბევრი ახალქალაქელი ჩივის და ამბობს, რომ წყლის შეწყვეტის წინ საჭიროა ხალხის ადგილობრივი ტელევიზიით ან რაიმე სხვა საშუალებით გაფრთხილება.

ცოტა ხნის წინ, წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე წყალი 18 საათის განმავლობაში შეწყდა.
`გაერთიანებული წყალმომარაგების~ ადგილობრივი ფილიალის დირექტორის არტაკ ტარლამაზიანის თქმით, წყალი ძირითადად მოულოდნელი ავარიების გამო წყდება. ეს გათიშვები გეგმიური არ არის, ამიტომ ხალხის გაფრთხილებას ვერ ასწრებენ: `ავარიები ძალიან ბევრია, უცებ ხდება და მაშინვე გასარემონტებლად მივდივართ. განსაკუთრებით, თუ ავარია დიდი მასშტაბისაა. ამ დროს კი განცხადებას გააკეთებ თუ არა, სულ ერთია. ხალხს წყლის მომარაგების საშუალება მაინც აღარ აქვს~.

ახალქალაქში ყოველდღიურად რამდენიმე ავარია ხდება. წყალსადენები ცუდ მდგომარეობაშია, მუნიციპალიტეტს კი მათი შეცვლის სახსრები არ გააჩნია. წელს ქალაქის წყალსადენის რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30,000 ლარი გამოიყო.

არტაკ ტარლამაზიანი ქალაქის წყალსადენების მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებს, თუმცა, ავარიული მილების არსებობას არ გამორიცხავს.

ახალქალაქი სასმელი წყლით სამი ხაზიდან მარაგდება. სამივე ხაზი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. დირექციის თქმით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ქალაქის ყველა მცხოვრების სახლში წყალი თანაბარი წნევით წავიდეს. თუმცა ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ გარეუბნების მცხოვრებლებს სახლებში წყალი ყოველთვის არ აქვთ, განსაკუთრებით იმ საათებში, როცა ქალაქში ბევრი წყალი გამოიყენება. ამ ოჯახებში წყალი ნორმალურად მხოლოდ ღამით მოდის. `გაერთიანებულ წყალმომარაგებაში~ ამ ფაქტს ქალაქის მცხოვრებლების მიერ წყლის მოხმარების გაზრდითYხსნიან, რის გამოც წნევა ეცემა.

გადავადებული გამრიცხველიანება


ახალქალაქში იურიდიული პირებისთვის წყლის მრიცხველების დამონტაჟება ჯერჯერობით შეჩერებულია. ამ ეტაპზე დაგეგმილიდან მხოლოდ 50-60%-ია დამონტაჟებული.

გამრიცხველიანებამ იურიდიული პირების უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა საკუთარი ხარჯით ორგანიზაციისთვის მრიცხველის დაყენებაზე უარი განაცხადა. მრიცხველების მონტაჟი დროებით, არჩევნებამდე შეჩერდა, თუმცა, პროცესი ჯერაც არ განახლებულა.

”მონტაჟის მომენტიდან სამი თვის განმავლობაში აბონენტები წყლის გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან. უნდა იყოს ქრონომეტრაჟი, მაგრამ ამისთვის დრო აღარ დარჩა, ამიტომაც შევაჩერეთ. მონტაჟს მომავალ წელს გავაგრძელებთ, როგორც კი დათბება”, - ამბობს ტარლამაზიანი.

იურიდიული პირებისთვის წყლის გადასახადი 1 კბ/მ-სთვის 4.31 ლარია. არტაკ ტარლამაზიანის თქმით, ფასი ადგილზე არ დაუდგენიათ, ეს თბილისში მოხდა და ტარიფი მთელ საქართველოში იგივეა. იურიდიული პირები მიიჩნევენ, რომ ფასი ძალიან მაღალია.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთი კვირაა სოფელ მაჯადიაში წყალი არ აქვთ
ახალქალაქში იურიდიული პირები წყლის მრიცხველების დაყენებაზე უარს ამბობენ
ახალქალაქში გაუმართავ წყლის მრიცხველებს უჩივიან
ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ
„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება
ძვირი წყალი
კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება