FM97.5 / LIVE

კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება

მთავარისაზოგადოება 04.04.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.

კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება

ახალქალაქში მცხოვრებლებს სასმელი წყლის მომარაგება ყოველდღიურად სათლებითა და ვირებით, შორი მანძილებიდან უწევთ.

„არიან ადამიანები, ვინც წყლის მოსატანად სოფლის ერთი ბოლოდან მეორეში დადის. ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია ყოველ ცისმარე დღეს წყლის ზიდვა. წყალი გაგვიყვანონ სოფელში, ბევრს ხომ არაფერს ვითხოვთ“, – გვეუბნება სოფელ კარწახის მცხოვრები სერგეი ავეტიანი.

სოფელში სულ რამდენიმეა ისეთი ოჯახი, რომლებსაც წყალი სახლში აქვთ. სახლებამდე წყლის მიყვანა არც თუ ისე იაფია, ამიტომ, სოფლის მაღალ ნაწილში მცხოვრებლები წყალს სოფლის ერთადერთი, საერთო წყაროდან ეზიდებიან. პირველი საქმე კარწახში, რაც დილას ადრე, გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთო, სწორედ წყლის მოტანაა.

„სოფელში ცხოვრობს ხალხი, ვინც წყალი საკუთარი ხარჯით გაიყვანა და ტუმბოების მეშვეობით ონკანზე მოდის კიდეც. ბევრი წყალი ტყუილად იღვრება და ეს წყალი არ გამოყავთ, რომ მოსახლეობამ მოიხმაროს“, – ამბობს არშაკ ბაგრატუნიანი.

სოფლის მცხოვრებელთა გამოთვლით, სოფელში წყლის უახლოესი წყაროდან შემოსაყვანად 100,000 ლარზე მეტია საჭირო. სოფელს წყლის საკმაო მარაგი აქვს, პრობლემა მხოლოდ ისაა, ვინ ან რა სახსრებით გამოიყვანს წყალს მთებიდან სოფლამდე.

„საბჭოთა წლებში წყალი გვქონდა. ახლა რამდენიმე ათას ლარს არ ხარჯავენ, რათა წყალი მთებიდან აუზში ჩადიოდეს და ხალხამდე აღწევდეს. რამდენ ხანს შეიძლება ასე ცხოვრება. სოფელში ცხოვრებისთვის არანაირი პირობა არ არის“, – ამბობს ტიგრან დოხოიანი.

ახალგაზრდობის თქმით, მათი მოთმინების ფიალა ავსებულია და თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, მეტს ვეღარ აიტანენ. მართალია, რას გააკეთებენ, ამას არ ამბობენ, მაგრამ ერთადერთ გამოსავლად სოფლიდან წასვლას მიიჩნევენ. კარწახელები თავადვე სვამენ კითხვას და თავადვე პასუხობენ: „რა არის ჩვენს სოფელში? მხოლოდ წყლის ვირებით თრევა“.

ძნელი სათქმელია, მოგვარდება თუ არა კარწახში სასმელი წყლის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წყალსადენებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 522,000 ლარია გამოყოფილი. მსგავსი პრობლემები ათზე მეტ სოფელს აქვს, ეს თანხა კი ერთ ან ორ სოფელს ეყოფა.

კონკრეტულად რომელ სოფლებში აიგება ახალი წყალსადენი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სამი წყაროს იმედად

აწყურის გარდა, წყლის მიწოდება ყველა სოფელს აღუდგა
ადიგენში რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]
რატომ ხევენ მინაძეში წყლის ქვითრებს
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში