FM97.5 / LIVE

სამი წყაროს იმედად

მთავარიეკონომიკა 07.06.2012
სოფელ წნისის მოსახლეობის ნახევარს სასმელი წყალი არ აქვს, ნახევარს კი დღეში ერთი საათით მიეწოდება.

სამი წყაროს იმედად

62 წლის ირა ინასარიძე წყალს ყოველ დილით სოფლის ცენტრიდან ეზიდება. ყოველდღე რამდენიმე "ბალონის" მიტანა უწევს, მაგრამ სამსულიანი ოჯახისთვის ესეც არასაკმარისია.

- "წელიწადში ერთხელ თუ გამოვა წყალი ჩემს ეზოში. წლებია ასეთ მდგომარეობაში ვართ, ყოველდღე წყლის მოტანა ძალიან მიჭირს“, - ამბობს იგი.

სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს ამავე სოფელში მცხოვრები თამარ გელაშვილიც. მისი თქმით, ორი წლის წინ, ’’ბასეინი” გაკეთდა, მაგრამ წყალი მაინც ცოტა და დაბინძურებული მოდის: ’’დილით ერთი საათით მოდის და ისიც ამღვრეული, მატლები მოყვება, საიდან ჩნდება არ ვიცი. ალბათ დაქლორვა უნდა. ვინც გააკეთა, იმასაც უკვირს. წყალი საკმარისი უნდა ყოფილიყო სოფლისთვის, ზუსტად რა ხდება ვერ გეტყვით".

წნისში მცხოვრები 200 კომლიდან, ნახევარზე მეტ ოჯახს წყალი ეზოში არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ როდესაც წყალი კეთდებოდა, მთელი სოფლის დასაქსელად მილები საკმარისი არ იყო.

- "ჩემთან წყალი ყოველ დილით მოდის, მაგრამ ისე ცოტა, ერთ ვედროსაც ვერ აავსებ. მთავარი "ბასეინიდან", საიდანაც სოფელი წყლით მარაგდება, წყალი საკმარისი არ გამოდის, სადღაც აპარებს და დაცემენტება სჭირდება. ფული კი დაიხარჯა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ გაკეთდა. ყველას რომ ეყოს წყალი, სათავე ექვსი კილომეტრის ზემოთ უნდა გაკეთდეს", - ამბობს სოფლის მკვიდრი ფრიდონ პაპუაშვილი და ამატებს,რომ კარგი იქნება თუ ვინმე მიხედავს წყალს და განრიგს დააწესებს,-”ბასეინში წყლის მარაგი ნამდვილად არის საიმისოდ, რომ სოფელს ეყოს,მაგრამ ფულის გადახდა არავის უნდა. იმ ოჯახებს რომელსაც ეზოში ონკანი არ აქვს არც ფულს იხდის, შესაბამისად ვერ ვაგროვებთ თანხას,რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ.”

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც წყალი არ აქვს, სასმელ წყალს სოფლის ცენტრიდან ეზიდება. სოფელში სამი წყაროა, სადაც წყალი მუდმივად მოდის და სამივე მათგანი ადგილობრივების სახსრებით გაკეთდა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფელ წნისისთვის მიმდინარე წელს 15 600 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივების გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხით სოფელში სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს.

- "სოფელ ბოგასთან ახლოს ნაპოვნია წყლის დებეტი და იქიდან ვაპირებთ წყლის ჩამოყვანას", - გვარწმუნებს სოფლის რწმუნებული ზურაბ კურტანიძე.

რაც შეეხება ავზს, კურტანიძის თქმით, დაზიანებულ ადგილებს აუცილებლად შეაკეთებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის

სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში