FM97.5 / LIVE

მუშაობა, სწავლის პარალელურად – სტუდენტები სწავლასა და სამსახურზე

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 21.04.2016
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი სწავლის პარალელურად მუშაობს კიდეც. უმეტესობა კერძო სფეროშია დასაქმებული. რამდენად უთავსებენ სტუდენტები სწავლასა და მუშაობას და რა პრობლემას აწყდებიან სასწავლებელში.

მუშაობა, სწავლის პარალელურად – სტუდენტები სწავლასა და სამსახურზე
ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა ირაკლი ლომიძემ მუშაობა პირველი კურსიდან დაიწყო. ირაკლი ქალაქის ერთ–ერთ თონეში მცხობელად მუშაობს. ამბობს, რომ თავიდან ძალიან გაუჭირდა, თუმცა საქმეს ალღო მალევე აუღო: „ ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია , კერძოდ გალის რაიონის სოფელ მზიურიდან. მშობლებს არ აქვთ საშუალება, რომ სწავლის ქირა გადამიხადონ, რაც 1500ლარს შეადგენს და მუშობა ამიტომ გადავწყვიტე“.

ირაკლი ამბობს, რომ სამსახურის გამო უნივერსიტეტს ხშირად აცდენს, თუმცა, ეს პრობლემებს არ უქმნის: „ლექტორების მხრიდან პრობლემები არ შემქმნია ,ხელს მიწყობენ. კვირის ბოლოს, რომელ დღესაც მცალია, მივდივარ და ვაბარებ სემინარებს. მართალია სრულყოფილ განათლებას ვერ ვიღებ, მაგრამ, ვცდილობ ვიყო მობილიზებული და მივიღო გარკვეული ცოდნა“.

ირაკლის მსგავსად, სწავლის პარალელურად უნივერსიტეტია ბევრი სტუდენტი მუშაობს. უმრავლესობა კერძო სფეროშია დასაქმებული.
„ერთი წელია, რაც მუშაობა დავიწყე ასპინძაში, „ლიბერთი ბანკში“ მოლარე ოპერატორად. ჩემი ანაზღაურება 180 ლარს შეადაგენს“, – გვეუბნება ქართული ფილოლოგის მესამე კურსის სტუდენტი სალომე მელიქიძე.

სალომე ბანკში თვის განმავლობაში მხოლოდ ორი კვირა მუშაობს, დანარჩენი ორი კვირა ლექციებზე დადის. ამბობს, რომ მუშაობა ოჯახის ფინანსურმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა: „დედაჩემს გაუჭირდა ორი სტუდენტის რჩენა და გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო. სწავლას და მუშაობას ადვილად ვუთავსებ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი უფროსის დამსახურება, ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ლექციებს დავესწრო“.

ირაკლისა და სალომესგან განსხვავებით, სტუდენტების ნაწილს, რომლებიც ასევე მუშაობენ, სწავლისა და სამსახურის შეთავსება უჭირთ.
ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტი ლაშა ხმალძე, რომელიც „კოკა–კოლის“ დისტრიბუციაში მუშაობს, ამბობს, რომ გაცდენების გამო გამოცდების ჩაბარება უჭირს: „არ“– ებს მიწერენ და ამის გამო გამოცდის გადავადება მომიწია“.

სწვალისა და სამსახურის შეთავსება უჭირს ინგლისური ფილოლოგის მესამე კურსის სტუდენტს თაკოსაც, თუმცა, ლაშასგან განსხვავებით, მას სემინარების მოსამზადებლად არ ჰყოფნის დრო: „ნამცხვრის სახლში“ ვმუშაობ. დამსაქმებელი მიწყობს ხელს, მიშვებს გამოცდებზე,ლექციებზეც, მაგრამ ჩემი საქმე დამღლელია, დრო არ მაქვს მოვამზადო სემინარები, რის გამოც ვიღებ საყვედურს ლექტორებისგან“.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1500 სტუდენტი სწავლობს. ამათგან რამდენი სტუდენტი მუშაობს, ციფრი უცნობია, თუმცა, როგორც უნვერსიტეტში ამბობენ, მათი რაოდენობა არც თუ ისე მცირეა.

უნივერსიტეტის შიდაგანაწესის მიხედვით, სტუდენტის საბოლოო შეფასებას ბევრი კომპონენტი განსაზღვრავს, მათ შორის, ლექციებზე დასწრება და ყოველდღიური აქტიურობა, რაშიც დასაქმებულ სტუდენტებს დაბალი მაჩვენებელები აქვთ. ეს საბოლოოდ მათი გამოცდების შედგებზე ისახება და ხშირად საგანი ჩასაბარებელი რჩებათ. სწორედ ეს არის ის, რის გამოც დასაქმებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის მიდგომა არ მოსწონთ.

მიუხედავად სტუდენების ამ ნაწილის განცხადებისა, უნივერსიტეტში ირწმუნებიან , რომ სასწავლებელი ყველანაირად უწყობს ხელს მონდომებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლასთან ერთად მუშაობენ.

„ლექტორები ისეთ დროს იბარებენ, როცა მათ სცალიათ და სემინარებს აბარებინებენ. მაგრამ ზოგიერთი სტუდენტი საერთოდ არ დადის უნივერსიტეტში, მოდიან მხოლოდ გამოცდებისთვის და ყველამ კარგად ვიცით, რომ გამოცდებით ვერ გადავლენ შემდეგ კურსზე“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მერი სახამბერიძე, რომელიც ასევე სტუდენტთა დასაქმების კუთხით მუშაობს.

[მარიამ ქუქჩიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩაჭრილი სტუდენტების ბედი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში წელს სტატუსი 82 სტუდენტს შეუჩერდა
გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
ერთი წლის დაკარგვა, უფასოდ სწავლის სანაცვლოდ