FM97.5 / LIVE

ჩაჭრილი სტუდენტების ბედი

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 16.03.2016
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015–2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამოცდების ჩაბარება სტუდენტთა 5%–ს გაუჭირდა. ნაწილი ამას მუშაობას უკავშირებს, ნაწილი კი გართობაზე დახარჯულ დროს.

ჩაჭრილი სტუდენტების ბედი

ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი გვეუბნება, რომ წინა სემესტრში ერთი საგნის, ეკონომიური აზრის ისტორიის ჩაბარება გაუჭირდა: „ალბათ იმიტომ, რომ გართობას მეტი დრო დავუთმე, სწავლით კი ნაკლებად ვსწავლობდი“.

სამ საგანში ჩაიჭრა ამავე ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი: ინგლისურში, ბუღალტრულ აღრიცხვასა და მენეჯმენტში.

„გამოცდების ჩაბარება სამუშაოს და დროის უქონლობის გამო გამიჭირდა, ლექციებსა და სემინარებზე ვერ დავდიოდი“, – ამბობს იგი.

უყურადღებობას აბრალებს ერთ საგანში ჩაჭრილი მომავალი ჟურნალისტი: „მახსოვდა, რომ კომპიუტერმა მაღალი ქულა დამიწერა, მაგრამ ფაქტი სხვანაირი აღმოჩნდა, საგანი ჩამრჩა“.

უნივერსიტეტში 1215 სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები გამოცდებს ყველა სემესტრის ბოლოს აბარებენ.

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი ლაურა თარხნიშვილი ამბობს, რომ სტუდენტები გამოცდებს კომპიუტერთან, ტესტირებით ან წერით აბარებენ. კომპიუტერით ჩაბარებული გამოცდის პასუხს სტუდენტი გამოცდის დამთავრებისთანავე იგებს, წერითის კი მას შემდეგ, რაც პედაგოგი მის ნაშრომს გაასწორებს. ერთ სემესტრში სტუდენტს 6 გამოცდის ჩაბარება უწევს.

პირველი სემესტრის საბოლოო გამოცდები 11იანვრიდან დაიწყო და 25 იანვრამდე გაგრძელდა. მათ, ვინც ამ დროს რომელიმე საგანი ვერ ჩააბარა, ან გადაუხდელობის გამო სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, გამოცდაზე განმეორებით გასვლა 15 თებერვლიდან 19 თებერვლამდე შეეძლო. გამოცდები უკვე დასრულდა და უნივერსიტეტმა შედეგებიც დაითვალა.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნუნუ ჟუჟუნაძე გვიხსნის, რომ 2015–2016 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთი ან რამდენიმე საგნის ჩაბარება, ჯამში სტუდენტთა დაახლოებით 5%–ს გაუჭირდა. თუმცა, მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია.

როგორც უნივერსიტეტში გვიხსნიან, მათ, ვინც ამ ორ მცდელობაზე გამოცდა ვერ ჩააბარა, ანუ, ვისაც რომელიმე საგანი „ჩარჩა“, გამოცდაზე გასვლა ისევ შეუძლიათ. მათ საგანი თავიდან უნდა გაიარონ, მომდევნო სასაწავლო წლის იმავე სემესტრში და ამისთვის თანხაც უნდა გადაიხადონ. ერთი ვერჩაბარებული გამოცდის საფასური 145 ლარია.

„დაწერს ჩაჭრილი სტუდენტი განცხადებას და ჩვეულებრივად, სხვა ბავშვებთან ერთად გაივლის საგანს. თნხას კი გამოცდების წინ გადაიხდის“, – განმარტავს ლაურა თარხნიშვილი.

თუ სტუდენტი იმავე საგანში ისევ ჩაიჭრება, მას 2–ჯერ გადაბარების უფლება აქვს, იგივე პირობებით. თუ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე ჯგუფი არ გაიხსნა და შესაბამისად, ჩაჭრილ სტუდენტს ჯგუფთან ერთად საგნის თავიდან გავლის შესაძლობლობა არ აქვს, ის გამოცდისთვის ინდივიდუალურად უნდა მოემზადოს და ინდივიდუალურად ჩააბაროს.

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეცვლილი საგამოცდო სისტემა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სერვერის დაწვის გამო სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ
გამოცდები უნივერსიტეტში – აღდგენილი ელექტრონული სისტემა და რისკები
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა