FM97.5 / LIVE

ერთი წლის დაკარგვა, უფასოდ სწავლის სანაცვლოდ

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 23.07.2015
მომავალი სასწავლო წლიდან სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო ხდება სამი მიმართულება - ქართული ფილოლოგია, ისტორია და ეკონომია. ამის გამო, გრანტის არმქონე ზოგიერთი სტუდენტი ხელმეორედ გადის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

ერთი წლის დაკარგვა, უფასოდ სწავლის სანაცვლოდ
სტუდენტი ნანა აჩელაშივილი ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლობს და წელიწადში 1750 ლარს იხდის: „ახლა გავიგე, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან ქართულ ფილოლოგიაზე სწავლა უფასო ხდება. ეს ჩემი ოჯახისთივის ხელსაყრელია, რადგან ოჯახიდან ორი სტუდენტი ვართ და რთულია გადასახადის გადახდა. გვირჩევნია ერთი წელი დავკარგოთ და მომდევნო წლიდან უფასოდ ვისწავლოთ მე და ჩემმა დამ".

ქრთული ფილოლოგიის მიმართულების პირველი კურსის 17 სტუდენტიდან 10 ხელმეორედ გადის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

„შარშან, როცა ვაბარებდი, ვიცოდი, რომ თითქოს უფასო უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ მოხდა და წელს მინდა ისევ ჩავაბარო და იმ ფულით, რაც გადასახადში უნდა გადამეხადა, მირჩევნია რაიმე შევიძინო,“ – ამბობს სტუდენტი თეონა ზაქროშვილი.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში 35 სტუდენტი დარეგისტრირდა გრანტის გასაუმჯობესებელ გამოცდაზე, თუმცა საბოლოოდ საგამოცდო ბარათი ოთხმა სტუდენტმა აღარ აიღო.

შეკითხვაზე, რატომ აბარებს გრანტის გასაუმჯობესებელ გამოცდას, მარიამ ნარიმანიძე გვპასუხობს: „უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ და საგრანტოზე გასვლა წელს ვცადე. ველოდები შედეგებს და იმედია მიზანს მივაღწევ“.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად 484 აბიტურიენტს აქვს დასახელებული, მეორე პრიორიტეტად 405.

[თეონა თაბუნიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
ეროვნული გამოცდების პირველი სესია მთავრდება
აბიტურიენტთა 74% სტუდენტი გახდა
სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
შეცვლილი საგამოცდო სისტემა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ‘ეტალონი სტუდენტი’ გამოვლინდა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა