FM97.5 / LIVE

რეიტინგი, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგს კი აშინებს [Photo/Video]

მთავარიპოლიტიკა, ვიდეო 15.04.2016
მეოთხე, დაპირებულ „ძალიან კარგ“ წელიწადს, საქართველო ხელისუფლების დაბალი რეიტინგითა და ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობით შეხვდა. ეს ტენდენციები NDI –ს ბოლო კვლევამ აჩვენა, რომლის შედეგი სამცხე–ჯავახეთში მმართველი გუნდის წევრებს არ აინტერესებთ, ოპოზიციას არ უკვირს, არასამთავრობო სექტორს კი აშინებს.

რა აჩვენა კვლევამ

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 13 აპრილს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას. მაგალითად, მხოლოდ 24% მიიჩნევს, რომ დეპუტატი ამომრჩევლის ინტერესებს იცავს და მხოლოდ 2% ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში მისი წარმომდგენელი დაუკავშირდა.

რეიტინგი, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგს კი აშინებს [Photo/Video]

დაბალია პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებიც. ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მხოლოდ 16% მისცემდა; პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს 3%-იანი რეიტინგი აქვს, დავით სერგეენკოს – 5%-ს, დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს კი 2–2%. ამავე კვლევის მიხედვით, არც ერთ სამინისტროს არ მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება;

ადგილობრივი ხელისუფლება კვლევას არ ენდობა

რეიტინგი, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგს კი აშინებს [Photo/Video]

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ NDI-ს კვლევის შედეგებს დეტალურად არ გაცნობიან და არც აინტერესებთ. უმეტესობა ორგანიზაციის ობიექტურობაში დარწმუნებული არ არის და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ხალხს დაშორდა.

„ამ ეტაპზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი როგორ ჩატარდა ეს კვლევა, თან ძალიან ზოგადი კითხვებია“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და ამატებს, რომ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და ამ კუთხით NDI–ს ვერ დაეთანხმება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე აცხადებს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული, ვიდრე კვლევის შედეგების გაანალიზებაა: „იმდენი საქმე მაყრია თავზე, მაგ რაღაცეებისთვის სად მცალია?! მოვა არჩევნები და ხალხი თავის სათქმელს იტყვის, თქვენც გეტყვით, ჩვენც გვეტყვის, პეტრესაც და პავლესაც. მე მჯერა რეალობის და ეს ვირტუალური რაღაცეები არ მაინტერესებს. მე ვარ გამგებელი და ვარ პოლიგონზე საქმეების საკეთებლად“.

„არ ვიცი მე, საიდან მოიტანეს ეგ კვლევები. ჩვენ 24–საათიან რეჟიმში ვართ გადართული და მოსახლეობასთან ვმუშაობთ“, – გვეუბნება ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

NDI-ის არ ენდობა და ამიტომ, ამ თემაზე საუბარს საჭიროდ არ თვლის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი: „ვერ გავაკეთებ კომენტარს“.

ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში კვლევებს აკვირდებოდა, აანალიზებდა და დაადგინა, რომ გამოკითხვების შედეგები და რეალური ვითარება ერთმანეთს არასოდეს ემთხვევა. რაც შეეხება ხელისუფლების მიუწვდომლობას ამბობს: „თვეების წინ ჩვენ საკრებულოში მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად იყო. ახლა სპეციალური განრიგი გვაქვს და მოსახლეობას ვხვდებით“.

მოქალაქეები საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე

ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოქალაქეების უმეტესობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ენდობა. 'სამხრეთის კარიბჭემ' ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 10 მოქალაქე გამოკითხა. 6 მათგანი ამბობს, რომ კვლევებს ენდობა, 4 კი გვეუბნება, რომ მსგავსი გამოკითხვები მათთვის ნაკლებად საინტერესო და სანდოა.




ოპოზიცია ამბობს, რომ კვლევის ასეთ შედეგს ელოდა

ახალციხეში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლების დაბალი რეიტინგი შეუსრულებელმა დაპირებებმა გამოიწვია.

„ოთხი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მოსახლეობის ნდობა დაეკარგა“, – ამბობს „ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ კოორდინატორი კობა გორგოძე.

რეიტინგი, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგს კი აშინებს [Photo/Video]

„მათ საქმის კეთებაც არ იციან და ხალხს ბევრი დაპირება მისცეს, რამაც მოსახლეობის არჩევნებისადმი უიმედო დამოკიდებულება გამოიწვია“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მალხაზ გიქოშვილი.

დაბალი სოციალური ფონი და მძიმე ეკონომიკური გარემო მიაჩნია კვლევის შედგების გამომწვევად „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს შალვა გოგოლაძეს: „ხალხი რამდენჯერმე მოტყუვდა და ახლა ჩამოუყალიბებელია. სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორებიც მოქმედებს“.

„ბოლო კვლევები ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის ანალოგია“, – ასე ფიქრობს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური, რომელიც ოპონენტებისგან განსხვავებით NDI–ს კვლევებს ნაკლებად ენდობა.


არასამთავრობო სექტორს მოსახლეობის ნიჰილიზმი აფიქრებს

ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებული არ არის: „ყველაზე მეტად მოსახლეობაში ნიჰილისტური დამოკიდებულება მაშინებს. არსებული პრობლემები არჩევნებში მონაწილეთა რიცხვს ყოველწლიურად ამცირებს“.

ცირა მესხიშვილის მსგავსად, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე კვლევის შედეგებში ყველაზე დიდ პრობლემას მოსახლეობის ნიჰილიზმში ხედავს. მისი თქმით, სახელისუფლებო თუ სხვა პარტიები საკუთარ თავში უნდა ჩამოყალიბდნენ და ამომრჩეველს რეალური დაპირებები შესთავაზონ: „ის, რომ პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მათ უნდა იმსჯელონ იმაზე, მოსახლეობას რატომ არ უნდა არჩევნებზე მისვლა და ადეკვატური დაპირებები გასცენ“.

რეიტინგი, რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგს კი აშინებს [Photo/Video]

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. იმ 66%–დან კი ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 52%–მა არ იცის ხმა ვის უნდა მისცეს.


მოქალაქეებს დაბალი რეიტინგები არ უკვირთ

"ეს მთავრობა გლეხი კაცისკენ არ არის", – ფიქრობს ახალციხის ქუჩაში გამოკითხული მოქალაქეებიდან ერთ–ერთი, როდესაც ხელისუფლების დაბალი რეიტინგის შესახებ ვეკითხებით. მის მსგავსად, კვლევის შედეგები არ უკვირს ქალაქის ცენტრში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობას.



[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


NDI: მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა
პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით

პოლიტიკოსების რეიტინგი NDI–ს კვლევის მიხედვით
NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს