FM97.5 / LIVE

"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

მთავარიპოლიტიკა 01.10.2013
"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 56,1%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე, 11,9%-ით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეა, მესამე და მეოთხე ადგილებს, კი, ნინო ბურჯანაძე - 9,5% და შალვა ნათელაშვილი - 3,0% იყოფენ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა 16-დან 23 სექტემბრამდე, საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობდა. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 2201 რესპონდენტი გამოიკითხა. სტატისტიკური ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2,25%-ია.

კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რესპონდენტთა 88% აპირებს.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტმა“ მსგავსი კვლევა აგვისტოს დასაწყისშიც ჩაატარა. აგვისტოს მონაცემებით, პირველ ოთხ ადგილს მაშინაც მარგველაშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძე და ნათელაშვილი იყოფდნენ. აგვისტოს პირველ კვირაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გიორგი მარგველაშვილს მხარს უჭერდა,რესპონტენტთა 53,4%, დავით ბაქრაძეს 9,2%, ნინო ბურჯანაძეს 7,4% და შალვა ნათელაშვილს 4,0%.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევა: მარგველაშვილი - 43%, ბაქრაძე - 22%
"რუსთავი 2"-ის ეგზითპოლი: მარგველაშვილი 66,7%
ახალქალაქის სამი უბნის მონაცემებით, არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით
დღეს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
"იმედის" დაკვეთილი ეგზითპოლის შედეგებით მარგველაშვილმა 68% მიიღო
NDI: გამოკითხულთა 74%–მა არ იცის არჩევნებში ვის მისცემს ხმას