FM97.5 / LIVE

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.01.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ.

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ

დღეს, 18 იანვარს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე, პოლიტიკური ნაწილი ნაწილი წარადგინა.

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 65%–მა იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, 8%–მა არ იცის, 25%–მა კი კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა.

გამოკითხულთა 65% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის; 56% ელოდება, რომ აქტიური იქნება და 48% ამბობს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ნოემბრის არჩევნების შემდგომი კვლევის თანახმად, მხოლოდ 15% ამბობდა, რომ მისი მაჟორიტარი დეპუტატი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავდა.

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ

NDI-მიერ გამოკითხულთა 42% დარწმუნებულია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უკეთ იმუშავებს, ვიდრე წინა მოწვევის; 30% ფიქრობს, რომ ეს პარლამენტიც იგივენაირად იმუშავებს; 8% კი ელოდება, რომ ეს პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტზე უარესი იქნება. ამ კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა 19%–ს არ აქვს.

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ


გამოკითხულთა მხოლოდ 19% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის წევრები გაითვალისწინებენ მისნაირი ადამიანების შეხედულებებს; 43% ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება; 13% საერთოდ, 14% კი ნაწილობრივ არ ეთანხმება.

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ


გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი, 36% ფიქრობს, რომ რომ უნდოდეს, ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას, 45% ასე არ ფიქრობს და 19% ამბობს, რომ არ იცის.

პარლამენტის შენობაში შესვლა, გამოკითხულთა მხოლოდ 20%–ის აზრითაა ადვილი, 53% ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის; 28% კი ამბობს, რომ არ იცის.

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ


გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის
NDI:  ‘ოცნება’ – 40%, ენმ – 10%
NDI-ს კვლევა – როგორ აფასებენ პარლამენტის მუშაობას
NDI: მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა
მომდევნო ერთ წელიწადში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 23% –NDI
როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI