FM97.5 / LIVE
NDI-ს კვლევა – როგორ აფასებენ პარლამენტის მუშაობას

NDI-ს კვლევა – როგორ აფასებენ პარლამენტის მუშაობას

მთავარიპოლიტიკა 13.04.2016
როგორ აფასებენ არსებული პარლამენტის მუშაობას წინა მოწვევის (2008–2012 წწ) პარლამენტთან შედარებით; რამდენად აქვთ დეპუტატებს კომუნიკაცია ხალხთან და რას უნდა აკეთებდნენ დეპუტატები;

NDI-ს კვლევა – როგორ აფასებენ პარლამენტის მუშაობას

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ პარლამენტს აქვს გავლენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 20% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 32%–მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ პარლამეტი ზედამხედველობას უწევს მთავრობის საქმიანობას, 29% ამ მოსაზრებას არ იზიარებს, 28%–მა არ იცის.

გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს, მისთვის მნიშვნელოვანი საკთხების შესახებ, 48% ამბობს, რომ ამას ეთნახმება, 14%–მა არ იცის;

რაც შეეხება შეკითხვას, სურვილის შემთხვევაში ადვილად შეხვდებიან თუ არა დეპუტატს პარლამენტში, 20% ფიქრობს რომ კი, 57% აცხადებს, რომ არა, 23%–მა არ იცის;

გამოკითხულთა 70%–ს არ აქვს ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს მის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში, 16% აცხადებს, რომ ამის შესახებ იცის, 14%–ის პასუხია არ ვიცი.

მოსაზრებას: პარლამენტი ითვალისწინებს თქვენნაირი ხალხის აზრს, დადებითი პასუხი 28%–მა გასცა, 61%–მა უპასუხა, რომ არა; 11%–მა არ იცის.

60% აცხადებს, რომ პარლამენტი რეგულარულად არ ეკონტაქტება მოქალაქეებს, 25 პროცენტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 15%–მა არ იცის.
გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლა მოქალაქეებისთვის ადვილი არაა, 9 % ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 31%–მა არ იცის.
შეკითხვაზე, 2012 წელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტი მუშობს უკეთესად, იგივენაირად თუ უარესად, 42%–მა უპასუხა, რომ იგივენაირად; 31%–მა განაცხადა, რომ უარესად; 14%– მა თქვა, რომ უკეთესად და 13%–მა არ იცის.

გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ წინა მოწვევის პარლამენტთან (2008–2012 წწ) შედარებით არსებული პარლამენტი ოპოზიციურ პარტიებს მეტად აძლევს საშუალებას გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. 32% ფიქრობს, რომ ოპოზიციურ პარტიების აზრსი გამოთქმის საშუალება იგივენაირად აქვთ. 18% ფიქრობს, რომ ნაკლებად, 17%–მა კი არ იცის.

გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ წინა მოწვევის პარლამენტსა და (2008–2012 წწ) არსებულ პარლამენტს მოსახლეობასთან იგივენაირი კომუნიკაცია აქვს, ასევე 37% ფიქრობს, რომ კომუნიკაცია შედარებით ნაკლებია, 12% მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია ხალხთან წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, არსებულს უფრო მეტი აქვს. 14%–მა კი არ იცის.

გამოკითხულთა ყველაზე მეტი ნაწილი, 51 % ფიქრობს, რომ პარლამენტარების მხირდან, მათთან დასაკავშირებლად ყველაზე კარგი ფორმა საჯარო შეხვედრების გამართვაა; 15% პროცენტი აცხადებს, რომ საერთოდ არ სურს დეპუტატი დაუკავშირდეს, 13% მიიჩნევს, რომ დეპუტატი მოქალაქეს თავის სამუშაო ადგილზე უნდა შეხვდეს, 7% აცხადებს, რომ პარლამენტის წევრი მას სახლში უნდა ესტუმროს, 3% მიიჩნევს, რომ ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს, 2% აცხადებს, რომ წერილობით, ასევე 2% ამბობს, რომ ელექტრონული ფოსტით, 6%–მა არ იცის.

პარლამენტის შესახებ გამოკითხულთა უმრავლესობა, 86% ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 11% ფეისბუქიდან, 10% მის ირგვლივ მყოფი ხალხისგან, 7% გაზეთებიდან, 3% ონლაინ საინფორმაციო სააგენტოებიდან, 2% რადიოდან, ასევე 2% იუთუბიდან, 1% პარლამენტის ვებგვერდიდან, 8% კი აცხადებს, რომ პარლამენტის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ იღებს.

შეგახსენებთ, NDI-ს კვლევა დღეს, 13 აპრილს გამოქვეყნდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
გამოკითხულთა 71%-მა არ იცის, ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი — NDI
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციაა – NDI
NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
NDI: გამოკითხულთა 4% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა