FM97.5 / LIVE

NDI: მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა

მთავარიპოლიტიკა 13.04.2016
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. ამავდროულად, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.

NDI: მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა

მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის წევრები მოსახლეობის აზრს არ ითვალისწინებენ ან მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ. 64% მიიჩნევს, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში მხოლოდ საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს, მოსახლეობის მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ მათი დეპუტატი ამომრჩევლის ინტერესებს იცავს.

გამოკითხვის თანახმად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლებიდან თითქმის არავის, (2%) დაკავშირებია პარლამენტის წევრი ან მისი წარმომადგენელი. მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედეზე ნაკლებმა (31%) იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი;

მოქალაქეების უმეტესობამ (70%) არ იცის როგორ დაუკავშირდეს მის წარმომადგენელს, მხოლოდ 9% ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში ადვილად შეუძლია შესვლა. მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამტკიცებს კანონებს; მაშინ, როდესაც, 48% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

“მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტი სათანადოდ ვერ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას – წარმოადგენდეს მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები და შენობაც კი, აღიქმება როგორც საზოგადოებისთვის მიუწვდომელი,” - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც ერთ სამინისტროს არ მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება. მოქალაქეები ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აფასებენ, რასაც მოსდევს იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. pრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: 27% მის საქმიანობას აფასებს "კარგად", 42% - "საშუალოდ", და 6% - "ცუდად".

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
NDI: 58%–მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი
NDI: 49% ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად აფასებს
დადებითად შეფასებული პოლიტიკოსების სამეული: ბაქრაძე, კვირიკაშვილი, მარგველაშვილი
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
ინსტიტუტებიდან ყველაზე უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებენ– NDI
NDI:  ‘ოცნება’ – 40%, ენმ – 10%