FM97.5 / LIVE

ახალციხის 11 სოფელი საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლებს

მთავარიეკონომიკა 31.03.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი, რომელიც წლების განმავლობაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობდა და ამ ეტაპზე სტატუსის გარეშეა დარჩენილი, საშემოსავლო შეღავათებით მაინც ისარგებლებს.

ახალციხის 11 სოფელი საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლებს

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ, 2016 წლის 4 მარტიდან შევიდა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით (4842-IIს, 04.03.16) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 91-ე ნაწილი, რომლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში 2016 წლამდე არსებული შეღავათი შეუნარჩუნდათ პირებს, რომლებიც 2016წლამდე, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის გამო სარგებლობდნენ ამ შეღავათებით“, – განგვიმარტეს ფინანსთა სამინისტროში.

საშემოსავლო შეღავათებით შემდეგი სოფლები ისარგებლებენ: ზიკილია, წნისი, საყუნეთი, აწყური, მუგარეთი, კლდე, ღრელი, ფერსა, ტყემლანა, წყრუთი და გურკელი.

„ახალი კანონის თანახმად, რომელ სოფლებსაც გაუუქმდათ მაღალმთიანის სტატუსი, იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენა რომ არ ექონია ამ პროცესებს, ამიტომ მთავრობამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ის შეღავათები რომლებიც მანამდე არსებობდა საგადასახადო კუთხით, დაეტოვებინათ, ეს არ ეხება სხვა საკითხებს“, – განაცხადა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა ოთარ კონჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსით ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯამში 30 დასახლება სარგებლობს. ყველანაირი შეღავათების გარეშეა დარჩენილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 სოფელი: მინაძე, ჭაჭარაქი, აგარა, ივლიტა და ზემო სხვილისი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი სამცხე–ჯავახეთში
ადიგენის 6 სოფელი 'მთის სტატუსის' მოთხოვნით აქციას მართავს
სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 20–მა დასახლებამ მიიღო
ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ
რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’