FM97.5 / LIVE

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.06.2016
იმ შეღავათებით სარგებლობისთვის, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, ფიზიკურ პირმაც და მეწარმემაც სტატუსი უნდა მიიღოს. რა არის საჭირო სტატუსის მისაღებად.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ

იმისათვის, რომ მეწარმემ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი უნდა მოიპოვოს. სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, იმისათვის, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა მოქალაქემ ისარგებლოს სოციალური შეღავათებით, მასაც სტატუსი უნდა ჰქონდეს. მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად კი მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ან მერიას

სოციალური და საგადასახადო შეღავათები:

• კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში – 200 ლარი

• სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეზრდებათ ვაუჩერი

• მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)

• სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)

• სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%-იანი დანამატი (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)

• დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისათვის – პენსიის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)

• მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)

• ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან)

• კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში, 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან

• 10 წლის ვადით იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან

• ფიზიკური პირები თავისუფლდებიან მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადისგან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება
ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ
სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
ახალციხის თემში 'მთის კანონი' უკვე 7.780 პირს ეხება
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი