FM97.5 / LIVE

რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.07.2016
ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის გარეშე 40 სოფელია დარჩენილი.

რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მეტი სოფელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის გარეშე, ადიგენის მუნიციპალიტეტშია, ყველაზე ნაკლები კი ასპინძაში.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ყველა სოფელს აქვს.

გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, რომლის მოსახლეობა შეღავათებით ვერ სარგებლობს:

ადიგენი:შოლავერი, უნწა, ბოლაჯური, ქვემო ენთელი, პატარა სმადა, იჯარეთი, საირმე, იმერთუბანი, საღრძე, ლელოვანი, სამყური, კახარეთი, ღორძე და ზარზმა;

ახალციხე: აწყური, აგარა, გურკელი, ზიკილია, საყუნეთი, მუგარეთი, წნისი, წყრუთი, ზემო სხვილისი, ივლიტა, მინაძე, ღრელი და ჭაჭარაქი;

ბორჯომი:ტიმოთესუბანი, ყვიბისი, ვარდგინეთი, ზანავი, რველი, ტაძრისი, საკირე, ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი და ახალდაბა;
ასპინძა: ხერთვისი და რუსთავი;

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში 'მთის კანონი' ჯამში უკვე 221–მდე დასახლებას ეხება. მეორე ეტაპზე მთის განვითარების საბჭომ სტატუსი დამატებით 20 დასახლებას მიანიჭა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ შესაძლოა სტატუსი დამატებით კიდევ რამდენიმე სოფელმა მიიღოს.

“ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ.

საქართველოს მასშტაბით სტატუსი 1681 დასახლებას აქვს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტატუსის მქონე პირებს სხვადასხვა სოციალური და საგადასახადო შეღავათები ეკუთვნით. შეღავათების ნაწილი ამოქმედდა, ნაწილი კი სექტემბრიდან ამოქმედდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის 6 სოფელი 'მთის სტატუსის' მოთხოვნით აქციას მართავს
სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 20–მა დასახლებამ მიიღო
ახალციხის 11 სოფელი საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლებს
ასპინძის ორ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
სამცხე–ჯავახეთის 57 სოფელი მაღალმთიანი დასახლების  სტატუსს ითხოვს
ახალციხის თემში 'მთის კანონი' უკვე 7.780 პირს ეხება
ასპინძაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 7.930 პირს აქვს