სოციალური შეღავათები
➤ 2016 წლის 1 იანვრიდან ყოველ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, რომლის ერთერთ მშობელი მუდმივად მაღალმთან დასახლებაში ცხოვრობს, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი გაიცემა, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში -200 ლარი.
➤ 2016 წლის 1 იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით გაცემა.
➤ ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო შესაბამის ღონისძიებებს განხორციელებს;
2016 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება შემდეგი შეღავათები:➤ მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით.
➤ სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდებათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით.
➤ სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი.
➤ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატი გაიცემა:
• ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით
• ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით
საგადასახადო შეღავათები
➤ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო შეღავათებიც, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგს:
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), რომლის შემოსავალი არ აღემატება 6 ათას ლარს,
საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება.• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ მრავალშვილიან პირს ( რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), ვინც ხელფასის სახით 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალს იღებს,
საშემოსავლო გადასახადი უნახევრდება;• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული 6000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიღებული ხელფასისა,
თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან;• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები
საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებიან 10 წლით.მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.
ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.
2017 წელს კიდევ ერთი შეღავათი ამოქმედდება, ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50%, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]