FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.03.2016
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 264 პედაგოგს მიენიჭა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება

ამ სიაში ის პედაგოგები არიან, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მაღალმთიან დასახლებაში და ამავე დროს მუშაობენ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თამილა ადვაძის განმარტებით, სია თვითმმართველობას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გადასცა. შემდეგ კი მონაცემები რეესტრში გადამოწმდა.

„მთელი წლის განმავლობაში მონიტორინგის სამსახურის მიერ გადამოწმდება აღნიშნული მონაცემები თუ გამოვლინდა რომ პედაგოგი ფაქტობრივად არ ცხოვრობს იმ ზონაში, შეუწყდება სტატუსი და ამოვარდება სიიდან“, – განაცხადა თამილა ადვაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯამში 39 სკოლაა, 38 საჯარო და 1 კერძო. მუნიციპალიტეტის 46 დასახლებიდან მაღალმთიანის სტატუსი 30–მა დასახლებამ მიიღო, ამათგან სკოლა 15 დასახლებაშია.

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების ამოქმედება პედაგოგებისთვის 2016 წლის 1 სექტემბრიდან იწყება. ამ დროიდან მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით. სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს კი დაუწესდებათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით.

ასევე, იმ პედაგოგებს, რომლებსაც 1 ან 2 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, საშემოსავლო გადასახადი უნახევრდებათ, ხოლო ისინი, ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან.

ის პედაგოგები, რომლებიც არ ცხოვრობენ და ასევე, არ არ არიან რეგისტრირებული მაღალმთიან დასახლებაში, მაგრამ ასწავლიან მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში, შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ
მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
ახალციხის თემში 'მთის კანონი' უკვე 7.780 პირს ეხება
სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 20–მა დასახლებამ მიიღო
ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ