FM97.5 / LIVE

სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ

მთავარიეკონომიკა 30.03.2016
ის სოფლები, რომლებიც ადრე სარგებლობდნენ მაღალმთიანის სტატუსით და ახლა ეს სტატუსი ვერ მიიღეს, საგადასახადო შეღავათებით მაინც ისარგებლებენ. გადაწყვეტილება ძალაში საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ, 2016 წლის 4 მარტიდან შევიდა .

სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით (4842-IIს, 04.03.16) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს დაემატა 91-ე ნაწილი, რომლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში 2016 წლამდე არსებული შეღავათი შეუნარჩუნდათ პირებს, რომლებიც 2016წლამდე, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის გამო სარგებლობდნენ ამ შეღავათებით“, – განგვიმარტეს ფინანსთა სამინისტროში.

„ახალი კანონის თანახმად, რომელ სოფლებსაც გაუუქმდათ მაღალმთიანის სტატუსი, იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენა რომ არ ექონია ამ პროცესებს, ამიტომ მთავრობამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ის შეღავათები რომლებიც მანამდე არსებობდა საგადასახადო კუთხით, დაეტოვებინათ. ეს არ ეხება სხვა საკითხებს“, – განაცხადა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა ოთარ კონჯარიამ.

საუბარია შემდეგ შეღავათებზე:
• საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი)მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.

• საშემოსავლო გადასახადით ასევე არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

შეღავათით სარგებლობის მიზნებისთვის, აუცილებელია დასახლებას, სადაც მუშაობს და ცხოვრობს პირი, ჰქონდეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ხოლო ის ფაქტი, რომ შესაძლბელია რეგისტრაციისა და სამუშაო ადგილი არ იყოს ერთი და იგივე, არ გამორიცხავს სსკ–ის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტით სარგებლობას.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონი სამცხე–ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტის 201 დასახლებული პუნქტს შეეხო. იმ ნუსხის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა, სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო ახალციხის 30–მა, ადიგენის 33–მა, ასპინძის 24–მა, ბორჯომის 17–მა და ნინოწმინდა – ახალქალაქის ყველა დასახლებულმა პუნქტმა. დარჩენილი დასახლებებიდან კი ნაწილი არის ისეთი, რომელსაც 2016 წლამდე ჰქონდა მაღალმთიანის სტატუსი. მაგალითად, ახალციხეში ასეთი 11 სოფელია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
ახალციხის 11 სოფელი საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლებს
რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება
ასპინძაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 7.930 პირს აქვს
ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება