FM97.5 / LIVE

ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.03.2016
სამცხე–ჯავახეთიდან 13 მოსწავლე ერთი წლით ამერიკაში გაემგზავრება. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში მათ ოჯახები უმასპინძლებენ და ამერიკულ სკოლაში ისწავლიან.




ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით

FLEX–ის პროგრამის ფარგლებში, ამერიკაში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ქალაქ ახალციხის სკოლებიდან – 4, სოფელ კლდიდან – 1, ადიგენიდან – 1, ბორჯომიდან – 4, ხოლო ნინოწმინდიდან – 3 მოსწავლე გაემგზავრება.

ამ 13 მოსწავლის გარდა, შესაძლოა ამავე პროგრამით ამერიკაში სარეზერვო სიაში შესული მოსწავლეებიც წავიდნენ. რეზერვი ნიშნავს, რომ ისინი იმ შემთხვევაში გაემგზავრებიან სასწავლებლად, თუ საქართველოს მასშტაბით შერჩეული მონაწილეებიდან ვინმემ წასვლა ვერ შეძლო.

მოსწავლეები ამერიკაში ივლისი–აგვისტოს თვეში გაემგზავრებიან.

პროგრამა FLEX ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ–ს სახელმწიფო დეპატრამენტის მიერ. მასში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ.

კონკურსი სამი რაუნდისაგან შედგება:
1. ინგლისურის მოკლე ტესტი;
2. თემები ინგლისურად;
3. ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ.

მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის მიღება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Flex -ის პროგრამის ახალციხელი ფინალისტების ვინაობა ცნობილია
FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება
პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრებიან
ახალციხელმა მოსწავლემ 'კინგსის' ოლიმპიადაში გაიმარჯვა და ამერიკაში გაემგზავრება [ვიდეო]