FM97.5 / LIVE

FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება

მთავარისიახლე, განათლება 29.03.2019
FLEX-ის პროგრამით ამერიკაში სასწავლებლად ახალციხის პირველი, მეორე და მეექვსე საჯარო სკოლების სამი მეთერთმეტეკლასელი გაემგზავრება. მოსაწავლეები ამერიკაში აგვისტოში წავლენ.

FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება

FLEX-ის პროგრამის 2019–2020 წლების გამარჯვებულები არიან: პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გვირჯიშვილი, მეორე საჯარო სკოლიდან მირანდა აფციაური და მეექვსე საჯარო სკოლიდან ნიკა მახათაძე.

"სამივე ეტაპი წარმატებით გადავლახე და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს მესამე მცდელობა იყო და გამიმართლა. 27 მარტს დამირეკეს და მითხრეს, რომ გამარჯვებული ვარ. ახლა საჭირო დოკუმენტებს ვამზადებთ. ივლისში მოსამზადებელ ბანაკში წავალთ, შემდეგ კი ამერიკაში გავემგზავრებით", – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა მახათაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ იციან რომელ შტატში იქნებიან.

"წინა წელს ვცადე, მაგრამ მეორე ტურში ვერ გავედი. არ დავნებდი, უფრო შემართებით მოვემზადე და წელს FLEX-ის ფინალისტი ვარ", – ამბობს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გვირჯიშვილი.

პროგრამა FLEX–ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 15–17 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ ამერიკულ კულტურასა და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მეშვეობით გაეცნონ.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წელი იქნება ძალიან ნაყოფიერი და საუკეთესო, როგორც პიროვნული, განვითარებისთვის, ასევე პროფესიული ზრდისთვის. ვიმედოვნებ, რომ ამერიკული განათლების მიღება, თუნდაც ერთი წლით დამეხმარება ცოდინის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში", – ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე მირანდა აფციაური.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა. იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება.

ამავე პროგრამით შესაძლოა ამერიკაში სარეზერვო სიაში შესული მოსწავლეებიც წავიდნენ. რეზერვი ნიშნავს, რომ ისინი იმ შემთხვევაში გაემგზავრებიან სასწავლებლად, თუ საქართველოს მასშტაბით შერჩეული მონაწილეებიდან ვინმემ წასვლა ვერ შეძლო. ახალციხიდან რეზერვში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ აფრიამაშვილია.

მოსწავლეები ამერიკაში ივლისი–აგვისტოს თვეში გაემგზავრებიან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
Flex -ის პროგრამის ახალციხელი ფინალისტების ვინაობა ცნობილია
პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება
ახალციხელი მოსწავლე ამერიკიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნდა
სტუმრად ვაკოსთან: flex–ის მონაწილეები [Video]