FM97.5 / LIVE

Flex -ის პროგრამის ახალციხელი ფინალისტების ვინაობა ცნობილია

მთავარისიახლე, განათლება 13.05.2020
2020-2021 წლებში FLEX-ის პროგრამას ახალციხიდან სამი ფინალისტი ჰყავს. პროგრამის მიხედვით, მათ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკელმა ოჯახებმა უნდა უმასპინძლონ.

Flex -ის პროგრამის ახალციხელი ფინალისტების ვინაობა ცნობილია

FLEX-ის პროგრამის ფინალისტები ახალციხის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: თამარ თათეშვილი, თორნიკე მანველიშვილი და კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლე ნინო ჩილინგარაშვილი გახდნენ.

მათ პროგრამის სამი ეტაპი წარმატებით გადალახეს და საკუთარი შედეგის შესახებ დღეს, 13 მაისს შეიტყვეს.

„შარშან მესამე ტურამდე გავედი და საბოლოო პასუხი უარი მითხრეს, მაგრამ, წელს დამირეკეს და ფინალისტი ვარ. ამიტომ თუ საკუთარ თავზე იმუშავებ და თუ მონდომებული ხარ, რომ გადალახო ეს სამი ეტაპი, შეუძლებელი არაფერია“, - ამბობს თამარ თათეშვილი.

FLEX-ის პროგრამა ამერიკაში ერთი წლით უფასო სწავლებასა და ცხოვრებას გულისხმობს, თუმცა გაემგზავრებიან თუ არა მონაწილეები 2020 წელს ამერიკაში ამის შესახებ ჯერ ვერ საუბრობენ: „კორონავირუსის გამო ჯერ არ ვიცით წავალთ თუ არა. მოგვწერეს კიდეც მსგავსი იმეილი, მაგრამ ჩვენ ყველანაირად მოვემზადებით რომ წავიდეთ, მოვამზადებთ პასპორტს, ვიზას და ა.შ.“, - ამბობს ფინალისტი.

პროგრამა FLEX სრულად ფინანსდება აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მასში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ.

კონკურსი სამი რაუნდისაგან შედგება:

1. ინგლისურის მოკლე ტესტი;
2. თემები ინგლისურად;
3. ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ.

მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის მიღება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით
პროგრამა FLEX-ი შესარჩევ კონკურსს აცხადებს
პროგრამა FLEX-ის შესარჩევი ეტაპი იწყება
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
FLEX-ის პროგრამით ახალციხიდან ამერიკაში სამი მოსწავლე გაემგზავრება
სტუმრად ვაკოსთან: flex–ის მონაწილეები [Video]
ახალციხელი მოსწავლე ამერიკიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნდა