FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.11.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი გაცვლითი პროგრამა მოქმედებს, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი სემესტრის განმავლობაში სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლონ.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრებიან

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილებას სტუდენტი მარიამ გელაშვილი იღებს, იგი იმედოვნებს, რომ შეარჩევენ და სლოვაკეთში გამგზავრებას შეძლებს: „ეს არის საუკეთესო საშუალება ინგლისური ენის შესწავლის და მეტი გამოცდილების მიღების, ამიტომაც ჩავერთე ამ გაცვლით პროგრამაში“.

თამარ კელაპტრიშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან სტუდენტობის პერიოდში ორ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პირველად რუმინეთში, ქალაქ იასში, ხოლო მეორედ პოლონეთში, ქალაქ ვროცვაში გაემგზავრა.

მისი თქმით, გაცვლითი პროგრამა სტუდენტებს საუკეთესო შესაძლებლობებს აძლევს: „ყველა სტუდენტი უნდა ეცადოს რომ წავიდეს საზღვარგარეთ, გარკვეული პერიოდი იცხოვროს უცხო ქვეყანაში. მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ რომ გახდნენ წარმატებული ადამიანები“.

უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მთავარი სპეციალისტის, გურანდა მოდებაძის განმარტებით, გაცვლითი პროგრამებით სტუდენტები და პროფესორები გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიემგზავრებიან.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, არის აქტიური პიროვნება, უნივერსიტეტის დეკანატიდან აქვს კარგი დახასიათება და სამოტივაციო წერილი.

„ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთში ორი სტუდენტის და ერთი პროფესრის მონაცემები გვაქვს გაგზავნილი, იმედი გვაქვს რომ სამივეზე მივიღებთ დასტურს“, – განაცხადა გურანდა მოდებაძემ.

მისი თქმით, სამი გაცვლითი პროგრამის მეშვეობით სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორები სასწავლებლად მიემგზავრებიან თურქეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ დეკემბერში კიდევ ერთ გაცვლით პროგრამაზე გამოაცხადდება კონკურსი. ERASMUS+ პროგრამისგან განსხვავებით პოლონეთში გასამგზავრებლად სტუდენტმა თანხა თვითონ უნდა გადაიხადოს.

[ეთო თოროსიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


გაცვლითი პროგრამა ახალციხელი სტუდენტებისთვის
სტუმრად ვაკოსთან: როგორ ვისწავლოთ საზღვარგარეთ [Video]
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის
გადაცემა 'საფეხური' – გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის [Audio]
ვინ გაემგზავრება სამცხე–ჯავახეთიდან ამერიკაში FLEX-ის პროგრამით