FM97.5 / LIVE

უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს

მთავარისაზოგადოება 27.03.2016
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 31 მარტს, ახალციხეში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებთან სამართლებრივ საკითხებზე სამუშაო შეხვედრას გამართავს.

უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
შეხვედრა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალციხის ქალთა ოთახის ორგანიზებით 11:00 საათზე გაიმართება.

უფასო სამართლებრივი კონსულტაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ეწყობა, რომლის სახელწოდებაცაა „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა”.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ორ რეგიონში ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში, უფრო ზუსტად კი ხუთ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება: წალკა, თეთრიწყარო, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე.

პროექტის მიზანი, ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაა.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი გაძლიერების ხელშესაწყობად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აქტიურად იმუშავებს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე, პროექტის ბენეფიციარებისთვის გაწევს უფასო იურიდიულ დახმარებას, როგორც კონსულტაციების, ასევე, წარმომადგენლობის განხორციელების გზით; მოამზადებს ანალიზს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკუთარი პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით; ასევე, ჩაატარებს ტრენინგების სერიას, რომელზეც მოწვეული იქნებიან პროექტის ბენეფიციარ ქალთა ჯგუფის წარომადგენლები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კონსტიტუციის 42–ე მუხლის’ სამუშაო შეხვედრა ქალებთან
ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის
ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
ტრენინგი: გენდერული თანასწორობა და დღევანდელი გამოწვევები
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
ახალციხის „ქალთა ოთახმა“ მუშაობა შეაჯამა