FM97.5 / LIVE

ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის

მთავარისაზოგადოება 19.04.2016
გენდერული თანასწორობა, საკუთრების უფლება გენდერული თანასწორობის ჭრილში, ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება – 21–22 აპრილს, ახალციხეში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდება.

ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის

ტრენინგებს არასამათავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ჩაატარებს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ტრენინგის თემატიკა შეირჩა რეგიონში არსებული პრობლემატური საკითხების მიხედვით და შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, საკუთრების უფლება გენდერული თანასწორობის ჭრილში, ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება.

„ტრენინგის ფარგლებში მოხდება ბენეფიციარების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ, თუ როგორ ისარგებლონ ამ უფლებებით და როგორ მოიქცნენ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ტრენინგის ბოლოს დაგეგმილია კონსულტაციები. პროექტის იურისტები დაინტერესებულ ბენეფიციარებს ინდივიდუალურად გაუწევენ იურიდიულ დახმარებას მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ტრენინგი იმართება პროექტის „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

ტრენინგი ჩატარდება ახალციხეში, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში (მისამართი: რუსთაველის ქ. #26). 21 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე და 22 აპრილს 09:30-დან 17:00 საათამდე.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კონსტიტუციის 42–ე მუხლის’ სამუშაო შეხვედრა ქალებთან
ტრენინგი: გენდერული თანასწორობა და დღევანდელი გამოწვევები
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
'კონსტიტუციის 42–ე მუხლი' დამსაქმებლებს გენდერის თემაზე ატრენინგებს
ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს
ბიზნესით დაინტერესებულ ქალებს ტრენინგი ჩაუტარეს