FM97.5 / LIVE

ტრენინგი: გენდერული თანასწორობა და დღევანდელი გამოწვევები

მთავარისაზოგადოება 17.04.2015
17-18 აპრილს, 11:00 საათზე, ახალციხეში, კოლეჯ „ოპიზარის“ ოფისში, გაიმართება ტრენინგები თემაზე: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში.

ტრენინგი: გენდერული თანასწორობა და დღევანდელი გამოწვევები

ორდღიან ტრენინგს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირები ჩაატარებენ. ტრენინგის ფარგლებში მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებიც გაიმართება.

კონსტიტუციის 42–ე მუხლის აზრით, სამუშაო ურთიერთობებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზებია: ქალთა ცნობიერების ნაკლებობა დისკრიმინაციის ფორმებთან დაკავშირებით; სამართლებრივი ხარვეზები, რაც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს ქალთა მიმართ დისკრიმინაცია განახორციელოს იმგვარად, რომ არც კი დადგეს მისი პასუხისმგებლობა; პოლიტიკური ნების ნაკლებობა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შესამცირებლად; არასაკმარისი საზოგადოებრივი ზეწოლა დამსაქმებლებზე იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

როგორც ორგანიზაციაში აცხადბენ, პროექტის მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩაატარებს ტრეინინგებს დამსაქმებლების, დასაქმებულების და ახალგაზრდებისთვის.

„პროექტი „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ განხორციელდება 30 თვის განმავლობაში და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“,– აცხადებენ ორგანიზაციაში .

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის
‘კონსტიტუციის 42–ე მუხლის’ სამუშაო შეხვედრა ქალებთან
'კონსტიტუციის 42–ე მუხლი' დამსაქმებლებს გენდერის თემაზე ატრენინგებს
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო
„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ –  შემაჯამებელი კონფერენცია
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო