FM97.5 / LIVE

საქართველო და ნატო – დისკუსია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 25.03.2016
საქართველო–ნატოს ურთიერთობები, არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, – ამ თემებზე დღეს, 25 მარტს, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორმა ლევან დოლიძემ, ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

საქართველო და ნატო – დისკუსია ახალციხეში

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა მოსახლეობას მივაწოდოთ ნეიტრალური პოზიციიდან ობიექტური ინფორმაცია, იმის შესახებ, რას ეფუძნება ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რომელია ის გზა, რომელიც უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებული“, – ამბობს საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი ლევან დოლიძე.

მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან დაკავშირებით საზოგადოების დიდ ნაწილს არასწორი წარმოდეგენები აქვს: „ქვეყანაში აქტიურად მოქმედებს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მიზნად ისახავს სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის დამკვიდრებას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით. არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. სხადასხვა მითების გავრცელების გზით იქმნება უარყოფითი სტერეოტიპები, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრორიტეტების გადახედვას“.

„სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ წარმომადგენელი ნინო რუხაძე ამბობს, რომ იმ მითების დასანგრევად, რაც საზოგადოებაში არსებობს, აუცილებელია სხვა ქვეყნების მაგალითებზე საუბარი: „მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია აქვს და დადებითი მაგალითების შესახებ უნდა ვისაუბროთ. სხვა ქვეყნის მაგალითებს ვგულისხმობ, რომლებსაც მიეცათ საშუალება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ განვითარების და ხელშეწყობის“.

შეხვედრის დამსწრე ჟურნალისტები ამბობენ, რომ მოქალაქეებს ხშირად აქვთ არასწორი მოლოდინები.

„ჩვენ ხშირად გვიწევს მოსახლეობის გამოკითხვა იმ საკითხებზე, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი. მათ ან არ აქვთ, ან აქვთ მცდარი ინფორმაცია და შესაბამისად, არასწორია მათი მოლოდინებიც. ამიტომ, მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად ეს საკითხები, რომ სწორად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია“, – ამბობს ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტი ეკა ნოზაძე.
დღესვე ამ საკითხებზე სასაუბროდ ლევან დოლიძე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 მარტს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ევროკავშირის ისტორიაზე, მის ინსტიტუტებზე, აგრეთვე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობაზე საქართველოს რეფორმების ასოციაციის მკვლევარი გიორგი გოგუაძე ესაუბრა. დღეს კი შეხვედრის თემა ნატო იყო.

ორდღიანი საინფრომაციო შეხვედრა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით შედგა, პროექტის “VOTE SMART“ ფარგლებში. პროექტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და 2016 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტში ჩართულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები. პროექტის ხანგრძლივობა 11 თვეა.

პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებზე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს
ლექცია ახალგაზრდებთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე
მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ – შევედრა ახალციხეში
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]
ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში
ნატო–საქართველოს ურთიერთობები – დისკუსია ახალციხეში