FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს

მთავარიპოლიტიკა, მოქალაქე ჟურნალისტები 24.03.2016
საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე იმსჯელეს დღეს, 24 მარტს, ახალციხეში.

ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. დისკუსიას სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის ისტორიაზე, მის ინსტიტუტებზე, აგრეთვე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობაზე დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის მკვლევარი გიორგი გოგუაძე ესაუბრა.

მკვლევარი მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით უყვებოდა, რატომაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დასავლური კურსი.

შეხვედრა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით შედგა, პროექტის “VOTE SMART“ ფარგლებში. პროექტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და 2016 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტში ჩართულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები. პროექტის ხანგრძლივობა 11 თვეა.
პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებზე.

დღესვე ამავე თემაზე ლექცია ჩაუტარდათ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის „ოპიზარის“ იმ სტუდენტებს, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში.

ამავე პროექტის ფარგლებში, შეხვედრა ხვალაც გაიმართება. ხვალ ლექციას საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი ლევან დოლიძე გაუძღვება. იგი საქართველო–ნატოს ურთერთობებზე, არსებულ მდგომარეობაზე და პერპექტივებზე ისაუბრებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო და ნატო – დისკუსია ახალციხეში
ლექცია ახალგაზრდებთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
'ახალგაზრდა ადვოკატების' საჯარო ლექცია ახალციხელი ახალგაზრდებისთვის
სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის
შეხვედრა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში