FM97.5 / LIVE

ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.07.2016
ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის დისკუსია მოეწყო.

ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში

ჟურნალისტებმა ეკა ფირცხალავამ და ირაკლი ტაბლიაშვილმა, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ჩიტაძემმ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებსა და ბოლო ორ წელიწადში საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ისაუბრეს რა დოკუმენტებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისათვის და რომელ ქვეყნებში, რა ვადით არის შესაძლებელი გადაადილება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მალე გადაწყდება როგორც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები, ისე საქართველოს სხვა მოქალაქეებისათვის ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საკითხი. რეგიონის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთპროცედურებზე ინფორმაცია“, - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, რომელიც ევროკავშირის საკითხებზე მუშაობს.

შეხვედრაზე ყველაზე მეტი დრო, ასოცირების ხელშეკრულების იმ ნაწილს დაეთმო, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცეს შესახებ შეთანხმებას ეხება. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, საქართველომ ორ წელიწადში ევროპის ბაზარზე უკვე გაიტანა, როგორც სოფლის მეურნეობის (კივი, ლურჯი მოცვი და თხილი), ისე ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები. ამასთან ერთად, ორ თვეში, ევროპის ბაზარზე ქართული თაფლიც გავა.

„2015 წლის განმავლობაში, თავისუფალი ვაჭრობის შედეგი გვაქვს ის, რომ ევროკავშირთან ბრუნვა გაიზარდა 6%-ით, გატანილი პროდუქტების რაოდენობა კი 4%-ით. რაც შეეხება 2016 წელს, ჯერ არ დაგვიჯამებია, ვფიქრობ, რომ ეს ციფრები კიდევ გაზრდილი იქნება“, - ამბობს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ჩიტაძე.

მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უკვე გაფორმებულია ლიხტენშტეინთან, შვეიცარიასთან, ისლანდიასთან და ნორვეგიასთან. მოლაპარაკებები კი ჩინეთთან მიმდინარეობს.

ახალციხეში დისკუსია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითრება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში, გუშინ, მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგიც ჩატარდა.

პროექტი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ხორციელდება.

„ჩვენი მიზანი, რეგიონებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, იმისათვის რომ ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღონ“,-აღნიშნალევან მიქელაძის სახელობის ფონდის განვითარების პროგრამის დირექტორმა ეკა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ "ევროპის ფონდი" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ეს ორი რეგიონი ყველაზე ნაკლებად იყო ინფორმირებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროკავშირი და საქართველო – სასწავლო შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის
ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ იმსჯელეს
საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასაწყებად მუშაობს
ევროკავშირი და რელიგია – დასკვნითი შეხვედრა ახალციხეში
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს შეხვდა [R]