FM97.5 / LIVE
">

თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.06.2016
"ნატო და უსაფრთხოება“ - საინფორმაციო შეხვედრები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საქართველოს რეგიონების ინფორმირებას ნატოსა და უსაფრთხოების თემებზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირება საქართველოს დასავლური კურსისა და ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. სწორედ ამ მიზნით 19 მაისს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაზიანში აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

"ნატო და უსაფრთხოება“- ასე ერქვა შეხვედრას, რომლის მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონების წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.

„შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მათ მომხსენებლები უტარებენ სემინარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის შესახებ და აწვდიან ინფორმაციას, თუ რა ეტაპზე დგას საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის შიდა აუდიტორიისა და საინფორმაციო გარემოს მონიტორინგისა ანალიზის სამმართველოს უფროსმა შალვა თევდორაძემ.

ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, უსაფრთხოებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილებების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა ქიტესაშვილი: „მადლობა მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის როლი ქვეყნისა და რეგიონების მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის მხრივ. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები შედგა, როგორც მედიისა და საინფორმაციო გარემოს მხრივ, ასევე უსაფრთხოებისა და გამოწვევების შესახებ.

31 მაისს პროექტის მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სენაკის სამხედრო ბაზაზე მოიყარეს თავი. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ნატოსთან თავსებადობა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა და მიღებული გამოცდილება, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და არსებული გამოწვევები, ვარშავის სამიტის მოლოდინები - ეს იმ თემების ნაწილია, რომელიც ორგანიზატორებმა და სპიკერებმა შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიაც წარიმართა.

თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს მიერ, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]
რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში
“რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას” – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი[R]
ნატო–საქართველოს ურთიერთობები – დისკუსია ახალციხეში