FM97.5 / LIVE

ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 14.04.2016
ვიზა ლიბერალიზაცია, ‘ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება(DCFTA)’ და მითები და რეალობა ასოცირების ხელშეკრულების ირგვლივ – დღეს, ახალციხეში, ევროკავშირისა და საქართველოს თემაზე რიგით მესამე სასწავლო შეხვედრა გაიმართა.

ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს

შეხვედრა დღეს, 14 აპრილს, ადმინისტრაციის შენობის საკონფერენციო დარბაზში შედგა. ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ვიზა ლიბერალიზაციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მესამე მდივანმა ეკატერინე ხოსიტაშვილმა ისაუბრა.

შემდეგი სესია ‘ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA)’ დაეთმო, რომლის შესახებაც ვებ პორტალის “ევროპა საქართველოსთვის” წარმომადგენელმა მაიკო გაბულდანმა ისაუბრა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა კი გააკეთა პრეზენტაცია მითებსა და რეალობაზე ასოცირების ხელშეკრულების ირგვლივ.

„ამ შეხვედრის მიზანს ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. მონაწილეებს ინფორმაცია მოვაწოდეთ ვიზა ლიბერალიზაციაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირის შესახებ“,– ამბობს პროექტის კოორდინატორი თამარ კლდეისელი.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეხვედრის გამართვა რეგიონის სხვადასხვა სკოლებში, ასევე ნინოწმინდასა და ახალქალაქშია დაგეგმილი.

სასწავლო შეხვედრას ორგანიზება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გაუწია. შეხვედრა შედგა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“-თან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის.

ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროკავშირი და საქართველო – სასწავლო შეხვედრა ახალციხეში
ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში
სასწავლო შეხვედრა ევროკავშირის თემაზე სასულიერო პირებისთვის
ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
ახალციხეში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს
სასწავლო შეხვედრა ლათინური და სომხური წესის მღვდლებისა და მრევლისთვის