FM97.5 / LIVE

ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

მთავარისაზოგადოება 23.03.2016
21 მარტს, ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 62 წლის მამაკაცი ამ დრომდე მკურნალობას კლინიკა „იმედში“ განაგრძობს.

ავარიის შედეგად დაზარალებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 62 წლის მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„აპარატიდან მოიხსნა, სპონტანურ სუნთქვაზეა. ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა. ერთი საათის შემდეგ რა იქნება, ამას წინაწარ ვერ გეტყვით“, – აცხადებენ კლინიკა „იმედში“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ ჭაჭარაქთან, ავტოსაგზაო შემთხვევა 21 მარტს გვიან ღამით მოხდა. სოფელ ჭაჭარაქთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და "ნივის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ნივაში" მჯდომი ორი მოქალაქე დაშავდა, –ავტომობილის მძღოლი და მგზავრი.

37 წლის მამაკაცი მიღებული ტრამვებით, მეორე დღეს, 22 მარტს „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მძღოლის მეგობრის შვილია. მას მეუღლე და 3 შვილი დარჩა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი მძღოლს არ უჩივის.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ–ის 276 მუხლის პირველი ნაწილით იძიებდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. თუმცა, მას შემდეგ რაც ერთ–ერთი დაშავებული გარდაიცვალა, ძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამო, თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა
ვის მისცემენ პასუხისგებაში იმ ავარიის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში – გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი