FM97.5 / LIVE

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.10.2017
ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ იდუმალასთან მომხდარი ავარიის შედეგად, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 16 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და "კიას" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად "კიას" მარკის ავტომობილში ორი მამაკაცი, მათ შორის მძღოლი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედინიცო სამსახურის ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, 55 წლის მამაკაცი მიყენებული ტრამვების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ხოლო მეორე, შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ "კიას" მარკის ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, საქმე გადაკვალიფიცირდება.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა