FM97.5 / LIVE
ვააგნ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს

ვააგნ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს

მთავარისამართალი 07.12.2012
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც პოლიტიკური პატიმრების სია დამტკიცდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე ვააგნ ჩახალიანი სიიდან ამოიღეს

ვააგნ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს
14 ხმა 77-ის წინააღმდეგ - ამ შედეგით დამტკიცდა პოლიტპატიმართა 190-კაციანი და პოლიტიკურ დევნილთა 25-კაციანი სია 5 დეკემბერს. ამ სიაში მოხვედრილი პირები გათავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ან შეჩერდება მათი სისხლის სამართლის დევნა.

პოლიტპატიმრებად და პოლიტიკურ დევნილებად აღიარეს პირები, რომლებიც ციხეში წინა მთავრობის დროს მოხვდნენ ან იძულებულნი გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ. 25 პოლიტიკურ დევნილს შორის არის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ახლახანს სისხლის სამართლის დევნის გამო საქართველოდან წასული მელიქ რაისიანი.

ვააგნ ჩახალიანის სახელი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს და მისი საქმე ადამიანის უფლებათა კომიტეტში უფრო დაწვრილებითი განხილვისთვის დააბრუნეს. ვააგნ ჩახალიანის ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის თქმით, ჩახალიანი სიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გამოსვლის გამო ამოიღეს.

„გამოვიდნენ ბაქრაძე, ხაჩიძე, გაბაშვილი. ბაქრაძემ თქვა, რომ ჩახალიანი ახალქალაქში მონაზვნის ცემაში მონაწილეობდა, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ამ მიზეზით მე მთავარ პროკურატურაში ცილისწამებაზე საჩივარი შევიტანე“, - ამბობს ანდრიაშვილი.

მისი თქმით, საქმის დაწვრილებითი განხილვისთვის კიდევ ერთი თვეა და სავარაუდოდ, ვააგნ ჩახალიანის სახელი პოლიტპატიმართა სხვა სიაში შევა, რომელიც პარლამენტს ცოტა მოგვიანებით წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ ვააგნ ჩახალიანი 2009 წლის 7 აპრილს ახალციხის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით გაასამართლა. მას თავისუფლების 10 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი და უკვე 4 წელია ციხეში იმყოფება.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
ვაჟა ჩიტაშვილი: ”ჩახალიანი სამართლებრივად სწორად იქნა გათავისუფლებული”
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება