FM97.5 / LIVE

ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა

მთავარისამართალი 08.07.2013
ვაჰაგნ ჩახალიანის ოჯახის წევრებმა, მისი ძმის, არმენ ჩახალიანის დაკავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 3 ივლისს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საჩივარს ერთი კვირის განმავლობაში უნდა უპასუხოს.

ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
არმენ ჩახალიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის (ხულიგნობა) მე-2 (პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა) და მე-3 პუნქტებით (ცივი იარაღის გამოყენება) აქვს წაყენებული.

ვაჰაგან ჩახალიანის თქმით, მისი ძმის ადვოკატი სასამართლოს დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ მას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"სასამართლო ითხოვდა, რომ ჩემს ძმას დანაშაულის საკუთარ თავზე აეღო, როგორ შეიძლება დაიბრალო დანაშაული, რომელიც არ ჩაგიდენია. საქმეზე 50 მდე ადამიანი იყო ეჭვმიტანილი, თუმცა პატიმრობა მხოლოდ ჩემს ძმას შეეფარდა, ვფიქრობ რომ ამას პოლიტიკური ქვეტექსტი გაყვება", - აცხადებს ვაჰაგნ ჩახალიანი.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს გვიან საღამოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურაში ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე ჩხუბი მოხდა. შედეგად, არმენ ჩახალიანი და კიდევ 30 ახალგაზრდა დააპატიმრეს. დაკავებული 30 ადამიანიდან, 26 პიროვნება იმავე დღეს გაათავისუფლეს. არმენ ჩახალიანი და კიდევ 3 ახალგაზრდა დაკითხვაზე ახალციხეში გადაიყვანეს. 30 ივნისის საღამოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი დაკავებული, 1 ივლისის შუადღეს კი დარჩენილი ორი მათგანიც. პატიმრობაში მხოლოდ არმენ ჩახალიანი რჩება 2 თვიანი განაჩენით.

საზოგადოება „ერთიანი ჯავახეთის“ ხელმძღვანელი ვაჰაგნ ჩახალიანი, ამბობს, რომ მისი ძმა პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული. 30 ივნისს, მან განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მისი ძმის დაკავება პროვოკატორული მოქმედებაა და ამის ავტორები სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები არიან.

შეგახსენებთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. მათ ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა ედებოდათ ბრალად. ვაჰაგნ ჩხალიანის მამა და ძმა მაშინ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგნ ჩახალიანი კი დამნაშავედ სცნო. იგი პატიმრობიდან მიმდინარე წლის 24 იანვარს, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
ვაჰაგნ ჩახალიანი განცხადებას ავრცელებს
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს