FM97.5 / LIVE

არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება

მთავარისამართალი 09.07.2013
‘ერთიანი ჯავახეთის’ ლიდერის ვაჰაგნ ჩახალიანის ძმის არმენ ჩახალიანის საქმეზე, წინასწარი სასამართლო განხილვა 9 აგვისტოს, 13:00 საათზეა დანიშნული.

არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება
შეგახსენებთ, რომ არმენ ჩახალიანს, რომელიც 28 ივნისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურაში მომხდარი ჩხუბისას დააკავეს, 1 ივლისს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამ საქმესთან დაკავშირებით პირველი სასამართლო პროცესი ნინოწმინდის სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე იური უნანიანმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198–ე მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით, უმცროსი ჩახალიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სოფელ გონდურაში ყოფით ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაპატიმრებული 30 ახალგაზრდიდან, 26 მათგანი იმავე დღეს გაათავისუფლეს. ოთხი მონაწილე კი, მათ შორის ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა, ახალციხეში გადაიყვანეს დასაკითხად. ერთ–ერთი მათგანი მტკიცებულებათა არქონის გამო მეორე დღესვე გაათავისუფლეს, ორმა პირველ ივლისს, 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა საკანი. მათი სასამართლო 11 ივლისს გაიმართება.

პატიმრობაში მხოლოდ ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა არმენ ჩახალიანი რჩება, რომელსაც 2013 წლის 30 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის (ხულიგნობა) მიხედვით წარუდგინეს ბრალი, ასევე იმავე კანონის მე–2 და მე–3 მუხლებით, რაც კანონის წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ცივი იარაღის გამოყენებას გულისხმობს.

არმენ ჩახალიანის ოჯახმა ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება 3 ივლისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლოდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ჩახალიანის ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, მისი კლიენტის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.

„ბრალდებულის მიმართ წინასწარი დაკავების ზომა გამოყენებულ იქნა ბრალის არაღიარების გამო“, - წერია არმენ ჩახალიანის საქმეში.

არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი სასამართლო განხილვა 2013 წლის 9 აგვისტოს დღის 13:00 საათზეა დანიშნული. 1 ივლისის შემდეგ არმენ ჩახალიანი თბილისში, გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

საზოგადოება „ერთიანი ჯავახეთის“ ხელმძღვანელი ვაჰაგნ ჩახალიანი, ამბობს, რომ მისი ძმა პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული. 30 ივნისს, მან განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მისი ძმის დაკავება პროვოკატორული მოქმედებაა და ამის ავტორები სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები არიან.

შეგახსენებთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. მათ ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა ედებოდათ ბრალად. ვაჰაგნ ჩხალიანის მამა და ძმა მაშინ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგნ ჩახალიანი კი დამნაშავედ სცნო. იგი პატიმრობიდან მიმდინარე წლის 24 იანვარს, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
ვაჰაგნ ჩახალიანი განცხადებას ავრცელებს
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს