FM97.5 / LIVE

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება

მთავარისამართალი 01.07.2013
28 ივნისს, სოფელ გონდურაში მომხდარი შელაპარაკებისას დაკავებული ოთხი მოქალაქიდან, პატიმრობაში მხოლოდ არმენ ჩახალიანი რჩება.

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
დაკავებული ოთხი მოქალაქიდან, ერთი გუშინ, 30 ივნისს, საღამოს გაათავისუფლეს. ორი კი დღეს, 1 ივლისს, შუადღეს. ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა, არმენ ჩახალიანი კიდევ დაკავებულია. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის, მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით აქვს ბრალი წაყენებული.

შეგახსენებთ, რომ ოთხი მოქალაქე, 28 ივნისის, გვიან საღამოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურაში ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

საზოგადოება „ერთიანი ჯავახეთის“ ხელმძღვანელი ვაჰაგნ ჩახალიანი, ამბობს, რომ მისი ძმა პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული. 30 ივნისს, მან განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მისი ძმის დაკავება პროვოკატორული მოქმედებაა და ამის ავტორები სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები არიან.

შეგახსენებთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. მათ ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა ედებოდათ ბრალად. ვაჰაგნ ჩხალიანის მამა და ძმა მაშინ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგნ ჩახალიანი კი დამნაშავედ სცნო. იგი პატიმრობიდან მიმდინარე წლის 24 იანვარს, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
ვაჰაგნ ჩახალიანი განცხადებას ავრცელებს