FM97.5 / LIVE
ძმის დაკავება შემთხვევით არ მომხდარა და ის ნინოწმინდის სოფელში მომხდარ ჩხუბში შეგნებულად ჩართეს">

ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება

მთავარისამართალი 01.07.2013
ვაჰაგნ ჩახალიანი ფიქრობს, რომ მისი ძმის დაკავება შემთხვევით არ მომხდარა და ის ნინოწმინდის სოფელში მომხდარ ჩხუბში შეგნებულად ჩართეს

ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
28 ივნისს, საღამოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურაში მომხდარი შელაპარაკების გამო, სამართალდამცველებმა ოთხი ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის, ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა, არმენ ჩახალიანი. ამ დროისთვის ოთხივე პიროვნება პატიმრობაში რჩება.

საზოგადოება „ერთიანი ჯავახეთის“ ხელმძღვანელი ვაჰაგნ ჩახალიანი, რომელიც ამნისტიით, მიმდინარე წლის, 24 იანვარს გათავისუფლდა, ამბობს, რომ მისი ძმა შელაპარაკებაში შეგნებულად გარიეს.

„კამათი ყოფით დონეზე მოხდა. ეს იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, რომელშიც ჩემი ძმა თავიდან არც იყო ჩარეული. დაბადების დღეზე იყო, როცა დაურეკეს და დაუძახეს. ჩემთვის სრულიად ნათელია, როგორ ჩარიეს ჩემი ძმა ამ ყველაფერში“, - ამბობს იგი.

ვაჰაგნ ჩახალიანის თქმით, მისი ძმა შეცდომაში შეიყვანეს: „უთხრეს, რომ ახალგაზრდებმა ძალიან მაგრად იჩხუბეს. ადგილზე მისული ცდილობდა ისინი დაეწყნარებინა, ეუბნებოდა არ ეჩხუბათ. არმენი შუა დაბადების დღიდან წავიდა, რათა შემთხვევით სისხლი არ დაღვრილიყო“.
ჩახალიანის თქმით, მისი დაპატიმრებული ძმა მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ ჩხუბის შესაჩერებლად წავიდა. დაკავება კი შემთხვევით არ მომხდარა.

„მივიდნენ და 100–200 ადამიანში ზუსტად ჩემი ძმა დააპატიმრეს. ერთ–ერთმა მოწმემ თქვა, რომ როდესაც პოლიცია მივიდა, არმენმა უთხრა მათ, რომ არმენ ჩახალიანი იყო. ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა ჩემი ძმა სცემეს, სიცრუეა. ესაა პროვოკაცია, რომელიც რაიონში ჯერ კიდევ დარჩენილმა სააკაშვილის და მერაბიშვილის ხალხმა მოაწყო. გუშინ განცხადებებს მთელი დღე არ ვაკეთებდი, რადგან ყველაფერი გარკვეული არ იყო. თუმცა საკუთარი გამოძიების შედეგად ნათელი გახდა, რომ არმენი მახეში გაება. შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში, მაქვს კითხვა, რატომ წაიყვანეს იგი ახალციხეში?! არმენის დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ჩემი ძმაა. იმედი მინდა მქონდეს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ იცის, რა ხდება ახალქალაქში“, – განუცხადა ვაჰაგნ ჩახალიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა არმენ ჩახალიანი, 3 მეგობართან ერთად, ჯგუფური ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული

30 ივნისს, ვაჰაგნ ჩახალიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მისი ძმის დაკავება პროვოკატორული მოქმედებაა და ამის ავტორები სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები არიან.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება
ვაჰაგნ ჩახალიანი განცხადებას ავრცელებს
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ