FM97.5 / LIVE

სოფელ კლდესთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 14.03.2016
დღეს, 14 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდესთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, მძღოლი ავარიას გადაურჩა, თუმცა, მანქანიდან გადმოსული გულის შეტევით გარდაიცვალა.

სოფელ კლდესთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტომანქანას სოფელ აწყურის მცხოვრები, 68 წლის ტარიელ ლ. მართავდა.

„მანქანაში მარტო თვითონ იჯდა. ავტომობილის ამობრუნების შემდეგ საკუთარი ფეხით გადმოვიდა მანქანიდან და გულმა დაარტყა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული სოფელ აწყურში ელგუჯა ჯვარიძე.

მისი თქმით, გარდაცვლილი ტ. ლაბაძე წლების განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საფუხბურთო გუნდის აქტიური წევრი იყო. დაეხმარება თუ არა გამგეობა გარდაცვლილის ოჯახს ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავარიას 59 წლის კაცი ემსხვერპლა
სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა
ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ავარია აწყურთან [Video]
წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხელი მამაკაცი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
აწყურთან მომხდარი ავარიით გარდაცვლილი პროზექტურაში გადაჰყავთ [photo]