FM97.5 / LIVE

სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა

მთავარისიახლე, სამართალი, შემთხვევა 01.12.2016
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.

სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბოლაჯურში დღეს, 1 დეკემბერს მოხდა. როგორც ბოლაჯურის მცხოვრებლები ჰყვებიან, გოგონა ძმასთან ერთად სკოლიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც, სოფლის გზაზე, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი, „ნისანის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

„ჩვენ რომ მივედით, ბავშვი უკვე მკვდარი იყო. შემთხვევა თითქმის სოფლის ცენტრში, სკოლიდან 300-400 მეტრში მოხდა. ბავშვი შუა გზაზე არ ყოფილა გვერდზე გადასულა, მაგრამ მთვრალი იჯდა საჭესთან და მაინც დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მანქანაც კი დაზიანდა“, - გვიყვება გარდაცვლილის ბიცოლა.

ადგილობრვების ნაამბობით, გოგონასთან ერთად მყოფი ძმა შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

ავტომანქანას იმავე სოფლის მცხოვრები 29 წლის ახალგაზრდა მართავდა. იგი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული ციხეში ორ წელს გაატარებს
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ასპინძაში ველოსიპედით მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
უდეში ავტოსაგზაო შემთხვევამ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა
ბორჯომში ავარიას  ბავშვი ემსხვერპლა