FM97.5 / LIVE

წინუბანში საქონლის სადგომი იწვის

მთავარისამართალი » შემთხვევა 09.03.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში საქონლის სადგომი იწვის. ცეცხლი სადგომიდან დენის სვეტს გადაედო, ამის გამო, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შემთხვევის შედეგად დაზარალებული არავინაა, შეუძლოდ გახდა ოჯახის ერთი წევრი, რომლისთვისაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

წინუბანში საქონლის სადგომი იწვის

სოფელ წინუბანში მცხოვრები მელიქიძეების საქონლის სადგომს ცეცხლი დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 16:00 საათზე გაუჩნდა. ამ დროისთვის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, სახანძრო–სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს.

საქონლის სადგომიდან ცეცხლი იქვე მდებარე დენის ხის სვეტსაც მოედო, რის გამოც სვეტი მთლიანად ჩაიწვა, სოფელს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახური ჯერ ისევ მუშაობს. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებს ადგილობრივებიც ეხმარებიან. მათი თქმით, საქონლის სადგომი მთლიანად დაიწვა, მეზობლებმა მხოლოდ ხბოების გამოყვანა მოასწრეს.

ბოლო ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი სახანძრო ჯგუფი გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველებიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე ძიება 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

წინუბანში საქონლის სადგომი იწვის

წინუბანში საქონლის სადგომი იწვის

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
სოფელ ვარხანში საქონლის სადგომი დაიწვა
სოფელ ანში საქონლის სადგომი დაიწვა
სოფელ ვარხანში საქონლის სადგომი დაიწვა
სოფელ ბოგაში საქონლის სადგომი დაიწვა
ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]
სოფელ ხევაშენში საქონლის სადგომში ხანძარი გაჩნდა