FM97.5 / LIVE

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.03.2016
ახალციხეში, მესხეთის ქუჩა, N42–ში საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის გამო, ქალაქის ამ ნაწილში, დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]


შემთხვევა დღეს, 6 მარტს, დაახლოებით ერთი საათის წინ, 15:00 საათზე მოხდა.

ცეცხლი მესხეთის ქუჩა N42–ში მცხოვრები შაქარჯიანების სამზარეულოში გაჩნდა. ამ დროის სამზარეულოში შაქარჯიანების შვიდსულიანი ოჯახის ერთ–ერთი წევრი, ბებია იმყოფებოდა.

სამზარეულო შაქარჯიანებს საცხოვრებელი ნაწილისგან ნახევრ მეტრში, ეზოში აქვთ აშენებული, სადაც ასევე სველი წერტილებია განთავსებული. ოჯახის დიასახლისის თქმით, რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა, ცეცხლის ალი მეზობლემბმა შენიშნეს, მათვე გამოიძახეს სახანძრო სამსახური.

რამ გამოიწვია ხანძარი, ოჯახის წევრებს ამ ეტაპზე თქმა უჭირთ. დიასახლისის თქმით, ელექტოტექნიკა სამზარეულოში ჩართული არ ყოფილა, თუმცა, ენთო შეშის ღუმელი, რომლის საკვამური მილიც სახურავში ადის.

ადგილზე სახანძრო–სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს, თუმცა, შენობის სახურავი მთლიანად დაიწვა და განადგურდა სახურავში შენახული საოჯახო ინვეტნტარი. თავად შენობა წყლის ჭავლმა ჩარეცხა.

ადგილზე სახანძრო სამსახური ამ წუთებშიც რჩება. მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე ძიება 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

ხანძრის გამო ქალაქის ნაწილს ნახევარი საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" "ენერგო–პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენის მიწოდება სახანძრო სამსახურის ზარის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინუბანში საქონლის სადგომი იწვის
ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]
სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
ახალციხეში დენის სვეტს ხანძარი გაუჩნდა
ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიისგან დახმარებას ითხოვენ