FM97.5 / LIVE

კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა

მთავარიპოლიტიკა 05.04.2016
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა ბერიძემ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვებაც გადაწყვიტა;

კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ კახა ბერიძემ საკრებულოს 4 აპრილს, მიმართა.

„ამ განცხადებას დაკმაყოფილება არ სჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულო ცნობად მიიღებს“, – ამბობს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე.

ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მიქელაძე ბერიძის განცხადებასთან დაკავშირების საქმის კურსში არაა: „ვერაფერს გეტყვით, ჩემამდე ჯერ არაფერი მოსულა. კლინიკაში ვარ“.

კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს ფრაქციის ერთ–ერთი წევრი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძეც: „ჯერ არ ვიცი დანამდვილებით განცხადება დაწერა თუ არა“.

ფრაქციაში ამ დროისთვის ხუთი დეპუტატი, მამუკა მიქელაძე, სამველ ოვეიანი, ამბარცუმ ბაბოიანი, კობა გელაშვილი და დათო ლომიძე ირიცხება. ფრაქციას დაშლის საშიშროება არ ემუქრება.

„სამ კაცზე ნაკლები არ შეიძლება, რომ ფრაქციაში იყოს. აქ კი სამზე მეტია“, – ამბობს გოგოლაძე.

კახა ბერიძე საკრებულოში დეპუტატად, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრად რჩება.

რატომ დატოვა ფრაქცია ბერიძემ და შესაძლოა თუ არა რომ მან აღნიშნული პოზიციებიც დატოვოს, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კახა ბერიძე საკრებულოს თავმჯდომარობიდან 2015 წლის 7 აგვისტოს გადადგა, ზუსტად ერთ თვეში, 7 სექტემბერს კი საფინანსო–საბიუჯეტო კომისია დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
დატოვებს თუ არა 'ქართული ოცნების' დეპუტატის მანდატს კახა ბერიძე
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
კახა ბერიძე ასპინძაში „ბურჭულაძის ფონდს“ უხელმძღვანელებს
ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
‘ამბობენ, რომ მერის ბრძანება შევასრულეთ, მაგრამ ეგრე არ არის’ - დეპუტატი ფრაქციის დატოვებაზე