FM97.5 / LIVE

შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნეს

მთავარიპოლიტიკა 30.03.2015
ქალაქ ახალციხის საკრებულომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა გოგოლაძე, რომელმაც მისი გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო, იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნა.

შალვა გოგოლაძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დააბრუნეს

შალვა გოგოლაძის დაბრუნების საკითხი საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა. სხდომას 15–დან 12 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გოგოლაძის თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა ცნობად მიიღეს და გოგოლაძე თანამდებობაზე აღადგინეს.

შეგახსენებთ, რომ შალვა გოგოლაძე, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, 2014 წლის 21 ნოემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გადააყენეს. გოგოლაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ირაკლი ალასანიამ კოალიცია დატოვა. გოგოლაძე ამ დრომდე რჩება პარტიაში და ფიქრობს, რომ მას პოსტი სწორედ ამიტომ დაატოვებინეს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს გოგოლაძემ 18 დეკემბერს, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. გოგოლაძე საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა. სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ბათილად ცნო ის განკარგულება, რომლის საფუძველზეც გოგოლაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. სასამართლომ საკრებულოს დაავალა შალვა გოგოლაძისთვის, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, 4500 ლარით და ასევე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გოგოლაძე დაუყოვნებლივ აღადგინონ პოზიციაზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო
შალვა გოგოლაძეს იძულებით განაცდურ 4 500 ლარს აუნაზღაურებენ
ახალციხის სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაასრულა [Video]
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შალვა გოგოლაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვებს უჩენს
შალვა გოგოლაძე მერიისგან 4.500 ლარის მიღებას ამ დრომდე ელოდება
სააპელაციომ შალვა გოგოლაძესა და ახალციხის საკრებულოს საჩივრები არ დაუკმაყოფილა
ახალციხის საკრებულოს წევრებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო