FM97.5 / LIVE

ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა

მთავარისაზოგადოება 17.07.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰერალდიკური სიმბოლოების გერბისა და დროშის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსის ბოლო დღეს კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა.

ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა

ქალაქ ახალციხის მერიამ ქალაქის ჰერალდიკური სიმბოლოების გერბისა და დროშის შესაქმნელად კონკურსი 17 ივნისს გამოაცხადა. მონაწილეებს ნამუშევრები საკრებულოს აპარატში 2015 წლის 17 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში უნდა წარედგინათ. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ კომისიაში 4 განაცხადი შევიდა. ოთხივე მათგანი, 17 ივლისს სამუშაო საათების დასასრულს შევიდა.

ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნულ ნამუშევრებს განიხილავენ, 21 ივლისს 12:00 საათზე დაინიშნა.

მისივე თქმით, ჰერალდიკის კომისიაში საკრებულოს ყველა წევრი შედის. ასევე სხდომაზე მოიწვევენ ქალაქ ახალციხის მერიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ჰერალდიკის საბჭოს, თამარ გოგოლაძის თქმით, ისინი დაუკავშირდნენ საბჭოს, მაგრამ ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მიმდინარეობის გამო მათი კომისიის სხდომაზე დასწრება ვერ ხერხდება.

"თუმცა, მათთან კონსულტაციის გარეშე არაფერს გადავწყვეტთ, რომ გავხსნით ამ ნამუშევრებს, დასკანერებულს გადავუგზავნით ჰერალდიკის საბჭოს", – ამბობს თამარ გოგოლაძე.

საბოლოოდ როდის გამოვლინდება გამარჯვებული ნამუშევარი, ამ დროისთვის უცნობია. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ჰერალდიკური სიმბოლოების გერბისა და დროში შესაქმნელად საბოლოო ნამუშევარს ჰერალდიკის საბჭო დაამტკიცებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში ჯერ ნამუშევრები არ შესულა
მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
ქალაქ ახალციხის გერბისა და დროშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 9–დან 2 ესკიზი მოიწონა