FM97.5 / LIVE

ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები

მთავარიპოლიტიკა 21.07.2014
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე და მათი შემადგენლობა დაამტკიცეს.

ვინ იქნებიან ქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის წევრები

ქალაქის საკრებულოში შექმნილ იურიდიულ საკითხთა კომისიას შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს, კომისიის წევრები იქნებიან ნინო ანანიაშვილი და მამუკა მიქელაძე.

საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა ნასყიდაშვილი იქნება, ამავე კომისიის წევრები კი ნინო ანანიაშვილი, მამუკა მიქელაძე, ჯიმშერ გოგოლაური და მალხაზ გიქოშვილი.

რაც შეეხება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, მისი თავმჯდომარე გელა პეტაშვილია, წევრები კი დავით ლომიძე, ამბარცუმ ბაბოიანი და ირმა ხნკოიანი.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი იქნება, წევრები დავით ლომიძე და კობა გელაშვილი.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის საკითხთა კომისიას სამველ ოვეიანი უხელმძღვანელებს, წევრები კი იქნებიან შოთა ნასყიდაშვილი, გელა პეტაშვილი, ჯიმშერ გოგოლაური და ზურაბ სადათიერაშვილი.

დღევანდელი საკრებულოს დღის წესრიგის მიხედვით უნდა დამტკიცებულიყო სხვადასხვა სამსახურების დებულებებიც. თუმცა, სხდომა ხვალისთვის გადაიდო. საკრებულოს დეპუტატებმა მომავალ სხდომაზე იმ პირის დასწრება მოითხოვეს, ვინც განმარტავს თუ რატომაა საჭირო ამდენი სამსახური.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა პეტაშვილი გახდა
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
ახალციხის მერიის ‘მიწის კომისიას’ მამუკა მიქელაძე უხელმძღვანელებს
ჯიმშერ გოგოლაური ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო